ადამიანის სახის 3D მოდელის შექმნა ნეიროქსელის მეშვეობით

როდესაც შეიქმნება სახის სამგანზომილებიანი მოდელი, შესაბამისი წერტილების დაფიქსირებისთანავე, მას შეუძლია რეალური სახის მიმიკების და მოძრაობების განმეორება. 

3DDFA არის ნეიროქსელი, რომლის მეშვეობით ვიდეო ჩანაწერზე ხდება ადამიანის სახის 3D მოდელში გარდაქმნა. სისტემის მეშვეობით შესაძლებელია შეიქმნას ადამიანის სახის რეალისტური 3D მოდელი.

სისტემა გადიოდა ტესტირებას Linux  და MacOS ოპერაციულ სისტემებზე. სისტემის ავტორებმა წარმატებით მოახდინეს რამდენიმე ცნობილი პირის სახის მოდელების შექმნა.  სისტემის ერთ-ერთი აღსანიშნავი ელემენტია კადრის დაფიქსირება. როდესაც შეიქმნება სახის სამგანზომილებიანი მოდელი, შესაბამისი წერტილების დაფიქსირებისთანავე, მას შეუძლია რეალური სახის მიმიკების და მოძრაობების განმეორება.

ავტორები საკმაოდ აქტიურად მუშაობენ სისტემის განახლებაზე და ამგვარად სისტემის ბოლო რელიზი გამოვიდა 2020 წლის ოქტომბერში. ავტორები ასევე ურთავენ სისტემის სადემონსტრაციო გარემოს, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონალის შედეგის ნახვა.

ოფიციალური რეპოზიტორი GitHub-ზე: https://github.com/cleardusk/3DDFA_V2

Subscribe to Your Cyber News

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian