Android-ის სრული ტრაფიკის გატარება Tor-ში

ამ სტატიაში ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გავხდეთ შედარებით უფრო ანონიმურები ქსელში და გავატაროთ Android მოწყობილობის მთელი ტრაფიკი Tor-ში.

დაგვჭირდება Android მოწყობილობაზე დაყენებული Termux-ი და პირველ რიგში შეგვყავს შემდეგი ბრძანებები:

pkg update
pkg upgrade
apt install tor
apt install nano

ამის შემდეგ, ვწერთ ბრძანებას:

nano /data/data/com.termux/files/usr/etc/tor/torrc

და გახსნილი ფაილის ბოლოს ვამატებ სტრიქონებს:

VirtualAddrNetworkIPv4 10.192.0.0/10
AutomapHostsOnResolve 1
TransPort 9040
TransListenAddress 10.0.1.1
DNSPort 5353
DNSListenAddress 10.0.1.1

განახლებული პარამეტრების შენახვისთვის ვიყენებთ ctrl+o enter ctrl+x.

პარამეტრების დაყენების შემდეგ საჭიროა Termux-ის გადატვირთვა და ახლად ჩატვირთულ სისტემაში შეგვყავს შემდეგი ბრძანება:

tor

ამგვარად მთელი ტრაფიკი მოწყობილობიდან გადის Tor-ით.

ინფორმაციის წყარო: Termux, please

Subscribe to Your Cyber News

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian