Apple აგრძელებს მომხმარებლების “მოსმენას”

ყოფილი თანამშრომლის თქმით, ტექნო გიგანტი კვლავ აგრძელებს მომხმარებლების უამრავი მოცულობის მონაცემების მოგროვებას 

კორპორაცია Apple-ის ყოფილი კონტრაქტორი Thomas Le Bonniec აცხადებს, რომ კომპანია კვლავ აგროვებს iPhone-ის მომხმარებლების მონაცემებს. ეს ხდება იმ დროს, როცა მომხმარებელი ეკონტაქტება ხმოვან ასისტენტ Siri-ს.  ტომასის თქმით ორგანიზაცია აგროვებს მომხმარებლების ინფორმაციას უკანონოდ.

2019 წლის ზაფხულში იგივე წყარომ, განაცხადა, რომ Apple-ს ჰყავდა დაქირავებული სპეციალური კადრები, რომლებიც ისმენდნენ iPhone-ის მომხმარებლების მიმართვებს ხმოვანი ასისტენტისთვის, ორგანიზაციის განცხადებით ეს გაკეთდა Siri-ს მიერ ბრძანებების უკეთ დასამუშავებლად და პასუხების გასაუმჯობესებლად. ამგვარად Apple-მა მიიღო კონფიდენციალური ინფორმაციის სოლიდური მოცულობა, მათ შორის ინფორმაცია სამედიცინო ჩანაწერების და ინტიმური საუბრების შესახებ.

გასული წლის აგვისტოში Apple-მა შეაჩერა ეს პრაქტიკა და გამოაცხადა განახლებული კონფიდენციალურობის პრინციპების შემოტანაზე. და არსებული მიდგომების გაუმჯობესებაზე. ტომას ლე ბონიეკის განცხადებით ორგანიზაცია წლების მანძილზე იყენებს ინფორმაციის მიღების მსგავს მეთოდებს

Subscribe to Your Cyber News

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian