კიბერ თავდასხმა City Mall-ის ვებ გვერდზე

დღეს სითი მოლის ვებ-გვერდზე განხორციელდა კიბერ შეტევა. შეტევის განმავლობაში შეიცვალა ვებ გვერდზე არსებული ინფორმაცია და სათაურები.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მუშაობა ინციდენტის სრულად აღდგენაზე. სავარაუდოა, რომ ეს იყო ე.წ. Defacement ტიპის თავდასხმა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერვერზე შენახულ მონაცემებს საფრთხე არ ემუქრება.
თავასხმის შედეგად, ვებ გვერდის ძიებისას ეკრანზე გამოტანილ შეტყობინებაში მოხსენიებულია ულტრამემარჯვენე ინტერნეტ პერსონა Stewart (Stew) Peters, რომელიც ცნობილია მისი ანტისემიტური და კონსპირაციული თეორიებით.
                                          

Subscribe to Your Cyber News

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian