Google-მა შეაჩერა ზოგი სერვისის ინტეგრაცია Xiaomi-ს მოწყობილობებისთვის

Google Home Hub – თან დაკავშირებისას, Xiaomi – ის კამერების მეშვეობით შესაძლებელია სხვისი კამერებიდან გამოსახულების ნახვა. 

კომპანია Google – მა შეაჩერა თავისი სერვისების ინტეგრაცია Xiaomi-ს მოწყობილობებთან იმის შემდეგ, რაც გახდა ცნობილი რომ Xiaomi – ს ვიდეო კამერები საშუალებას იძლევა სხვისი კამერებიდან გამოსახულების ნახვას.

ცნობილი რესურსი Reddit – ის მომხმარებელმა ფსევდონიმით /r/Dio-V გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო რგოლი, რომელშიც ნაჩვენებია Xiaomi Mijia კამერის მეშვეობით Live რეჟიმში გასვლის მცდელობა. ამ პროცესის დროს ჩნდება ხარვეზი, რომლის შედეგად მონიტორზე ჩნდება სხვისი კამერიდან ცოცხალი გამოსახულება. Xiaomi Mijia – ს შეუძლია დაუკავშირდეს Google – ის სხვა პროფილს და განახორციელოს ტრანსლაცია, ეს ხდება Xiaomi Mi Home აპლიკაციის მეშვეობით. 

Xiaomi -ს წარმომადგენლების განცხადებით Business Insider – თან ინტერვიუში, ეს პრობლემა მოგვარებულია ახალ ვერსიაში, მაგრამ ამ ეტაპისთვის რისკის ქვეშ იმყოფება დაახლოებით 1 000 მოწყობილობა. მათივე განცხადებით, პრობლემის გამომწვევი იყო სისტემის ქეშის განახლება, რომელიც მოხდა 2019 წლის 26 დეკემბერს. ეს პროცესი განხორციელდა “ვიდეო გამოსახულების გადაცემის ხარისხის გასაუმჯობესებლად”. 

Subscribe to Your Cyber News

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian