ჰაკერებმა ციხის კამერების გამოსახულება YouTube-ზე გაუშვეს

ვიდეო კამერები ტაილანდის ერთ-ერთ ციხეში იყო გატეხილი ჰაკერების მიერ, რომლებიც იმყოფებოდნენ ქვეყნის გარეთ. 

ტაილანდის სამართალდამცველები იძიებენ ციხეში კამერების გატეხვის ფაქტს. ბოროტმოქმედებმა მოახერხეს ტაილანდის ერთ-ერთ ციხეში მონიტორინგის კამერების სისტემებში შეღწევა. The New York Times – ის განცხადებით ჰაკერებმა რამდენიმე საათით მიიღეს არასანქცირებული წვდომა კამერების გამოსახულებაზე და ამ პერიოდის მანძილზე ახორციელებდნენ ვიდეო ტრანსლაციას YouTube არხზე BigBrother’s Gaze. 

ტაილანდის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ Lang Suan – ის ციხეში განხორციელდა არასანქცირებული წვდომა კამერებზე. ბოროტმოქმედები, რომელებმაც განახორციელეს თავდასხმა არ იმყოფებიან ტაილანდში. ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია ვიდეო ტრანსლაციის შესახებ ჟურნალისტებისგან, რომლებმაც შემთხვევით ნახეს იგი YouTube-ზე. 

ამ დროისთვის ვიდეო ტრანსლაცია YouTube-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის.  

Subscribe to Your Cyber News

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian