Kali Linux-ში მომხმარებლებს root პრივილეგია ნაგულისხმევად აღარ იქნებათ

Kali 2020.1 ვერსიის გამოსვლასთან ერთად მომხმარებლებს აღარ ექნებათ root პრივილეგია ნაგულისხმევად. 

Kali Linux დისტრიბიუტივი გადავა უსაფრთხოების ახალ მოდელზე, რაც ითვალისწინებს ინსტალაციის შემდეგ ნაგულისხმევად მომხმარებლისთვის root პრივილეგიის გათიშვას. ეს სიახლე გამოჩნდება Kali Linux – ის 2020.1 ვერსიაში, თუმცა მისი შემოწმება ახლაც არის შესაძლებელი ე.წ. დღიურ კრებულში. 

“ახალი წელი ბევრი ცვლილების ძალიან კარგი მიზეზია, ამიტომაც გვინდა განვაცხადოთ Kali Linux – ში შეტანილ უსაფრთხოების განახლებულ მოდელზე, რომელიც განხორციელდება სისტემის 2020.1 ვერსიაში” – აცხადებენ დისტრიბიუტივის დეველოპერები.

სისტემაში მომხმარებლისთვის root პრივილეგიის ჩამორთმევა განპირობებულია Kali Linux – ის ძირითადი სისტემის როლში სულ უფრო ხშირი გამოყენებით. ძირითადი ოპერაციული სისტემის გამოყენების დროს, მომხმარებელს ნაგულისხმევად არ სჭირდება root პრივილეგია, შესაბამისად იგი მომხმარებელს არ ენიჭება. 

Subscribe to Your Cyber News

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian