უკრაინელმა ჰაკერმა გაყიდა სათამაშო სერვისის 250 ათასი მომხმარებლის მონაცემი

მოპარული მონაცემები იყიდებოდა შესაბამის არალეგალურ ფორუმებზე, რის შედეგადაც ბოროტმოქმედმა იშოვა 250 ათასზე მეტი უკრაინული გრივნა.

უკრაინის კიბერუსაფრთხოების სამსახურმა დააკავა 22 წლის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია 250 ათასი სათამაშო სერვისის მომხმარებლის მონაცემის მოპარვასა და გაყიდვაში. 

როგორც კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის პრეს სამსახური აცხადებს, ბოროტმოქმედი იყო სხვადასხვა თემატური ფორუმის მომხმარებელი, სადაც მან შეისწავლა მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის საფუძვლები. 

სქემა იყო შემდეგი: სერვისის მომხმარებელს მისდიოდა შეტყობინება, რომელშიც ეწერა “გამაჯრვებული” პრომო კოდის მონაცემები. კოდის მისაღებად მომხმარებელი უნდა გადასულიყო საიტზე, რომელიც იმართებოდა ბოროტმოქმედის მიერ. შედეგად ჰაკერი იღებდა მომხმარებლების მიერ შეყვანილ მონაცემებს. 

სავარაუდო თანხა, რომელიც ბოროტმოქმედმა იშოვა ამ გზით, 250 000 უკრაინულ გრივნას შეადგენს. 

Subscribe to Your Cyber News

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian