Zoom – ი გადაიხდის 85 მლ აშშ დოლარს მომხმარებლების მონაცემების გაცემისთვის

2020 წელს Zoom პლატფორმის წინააღმდეგ იყო შეტანილი ჯამში 14 სარჩელი, რომლების უმეტესობაც არ იყო დაკმაყოფილებული. სასამართლომ დაადასტურა მხოლოდ ორი მათგანი.

პოპულარული საკომუნიკაციო პლატფორმა Zoom – მა უნდა გადაიხადოს 85 მილიონი ამერიკული დოლარი მომხმარებლების ინფორმაციის Facebook და Google სერვისებზე გადაცემისთვის. ამასთან ერთად პლატფორმის მიმართ არსებობს პრეტენზიები ე.წ. end-to-end შიფრაციის გამოყენების შესახებ, Zoom არწმუნებდა მომხმარებლებს იმაში, რომ კომუნიკაცია პლატფორმაზე ხორციელდება დაშიფრულად, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა.

კალიფორნიის სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, Zoom – მა უნდა გადაუხადოს $ 15 და $25 უფასო და პრემიუმ პაკეტის მომხმარებლებს შესაბამისად.

2020 წელს Zoom პლატფორმის წინააღმდეგ იყო შეტანილი ჯამში 14 სარჩელი, რომლების უმეტესობაც არ იყო დაკმაყოფილებული. სასამართლომ დაადასტურა მხოლოდ ორი მათგანი:

  • პირველი: Zoom – ი ავრცელებდა მომხმარებლების ინფორმაციას, მათი ცოდნის გარეშე Facebook და Google სერვისებზე;
  • მეორე: Zoom – მა შეიყვანა შეცდომაში თავისი მომხმარებლები მათი უსაფრთხოების ნორმების შესახებ და შედეგად მოყჰვა მრავალი კონფერენს კომუნიკაციის “დაზომბვა” ინტერნეტ ტროლების მიერ;

 

Subscribe to Your Cyber News

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian