შეხვედრების რაოდენობა: 13 შეხვედრა (26 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორი:
ქეთევან გრძელიძე – კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, SCSA-ს ლექტორი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
კურსის ანოტაცია
კურსი განკუთვნილია ყველა იმ პირისთვის, ვისაც სურს შეისწავლოს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემები, დიდი ენობრივი მოდელები (LLM) და AI აგენტების შექმნა პრაქტიკულ დონეზე.
კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან როგორ მუშაობს თანამედროვე AI სისტემები, როგორ გამოიყენონ სხვადასხვა მოდელები (როგორიცაა ChatGPT, Google Gemini, Claude, DeepSeek, Grok), და როგორ შექმნან ეფექტური AI აგენტები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა Prompt Engineering-ს — სწორი ინსტრუქციების ფორმულირებას, სტრუქტურირებას და ოპტიმიზაციას, რათა მიღწეული იყოს ზუსტი და გამოყენებადი შედეგები.
კურსი არის პრაქტიკაზე ორიენტირებული და მოიცავს რეალურ ამოცანებზე მუშაობას, API-ებთან ინტეგრაციას, ჩატბოტების შექმნას და მრავალაგენტურ სისტემებს.
კურსის დასრულებისას შეძლებთ:
- სხვადასხვა AI მოდელის სწორად შერჩევას და გამოყენებას
- ეფექტური პრომპტების შექმნას (Zero-shot, Few-shot, Role-based)
- AI სისტემების შეზღუდვების (hallucination, bias) იდენტიფიცირებას
- API-ების გამოყენებით AI სისტემებთან ინტეგრაციას
- მარტივი AI აგენტების და ჩატბოტების შექმნას
- მეხსიერების (memory) გამოყენებას AI სისტემებში
- მრავალაგენტური (multi-agent) სისტემების დიზაინს
- AI სისტემების უსაფრთხოებისა და ეთიკური რისკების შეფასებას
- რეალური ბიზნეს ამოცანებისთვის AI გადაწყვეტილებების შექმნას
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
კურსის განმავლობაში დაგჭირდებათ Claude AI-ს პრემიუმ ვერსიის და API კრედიტების შეძენა, ჯამში $30. იმ შემთხვევაში, თუ უკვე გაქვთ პრემიუმ ექაუნთი, დამატებითი ხარჯი იქნება მხოლოდ კრედიტები.
წინაპირობები (Prerequisites): სასურველია პროგრამირების საფუძვლების ცოდნა
ჩატარების ტიპი: online/offline
კურსის საფასური: 450 ლარი
საფასური SCSA წევრებისთვის: 400 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ



