SCSA-ს საკვირაო სკოლის მოსწავლეების კიდევ ერთი წარმატება

სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) საკვირაო სკოლის მოსწავლეთა ოთხმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური უსაფრთხოების საერთაშორისო ოლიმპიადაში.

SCSA-ს მოსწავლეთა გუნდებმა ოლიმპიადაზე პირველი და მესამე ადგილები დაიკავეს. კერძოდ, გარი მანუკოვის, ალბერტ პანიანიასა და სტეფანე მელიას გუნდი — Eyeless Phisher — პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო როჰამ ჰამიდის, ნიკა ქაფიანიძესა და მარი მაისურაძის გუნდი — CyberTrio — მესამე ადგილზე.

ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური უსაფრთხოების მე-10 საიუბილეო საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის, პოლონეთისა და ყაზახეთის 28 გუნდმა.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!

Subscribe to Your Cyber News

Subscribe to Your Cyber News

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian