თარიღი
/   ავტორიSCSA

5 საიტი საინტერესო ფუნქციონალით

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

დღეს თქვენთვის მოვამზადეთ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული საიტების ნაკრები. ზოგიერთი მათგანი ცხოვრებას გაუმარტივებს დეველოპერებს ან სტუდენტებს, ზოგიერთი კი ყველასთვის საინტერესო იქნება.

randomuser.me – საშუალებას გაძლევთ შექმნათ შემთხვევითი მომხმარებელი მთელი რიგი პარამეტრებით, როგორიცაა სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი, ტელეფონი და პაროლი.

wolframalpha.com – არის მონაცემთა ბაზაში ჩაშენებული საძიებო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ამომწურავ საცნობარო ინფორმაციას და ძიების შედეგების სტრუქტურიზაციის შესაძლებლობას.

calligraphr.com – საშუალებას გაძლევთ შექმნათ შრიფტი თქვენივე ხელნაწერის საფუძველზე, შემდეგ შეგიძლიათ დააექსპორტოთ იგი შესაბამის ფორმატებში და გამოიყენოთ გრაფიკულ რედაქტორებში.

snapdrop.net – იძლევა ერთ უკაბელო ქსელში მყოფ მოწყობილობებს შორის ფაილების პირდაპირ გაცვლის შესაძლებლობას, სერვერის გვერდის ავლით.

camelcamelcamel.com – საშუალებას გაძლევთ დააყენოთ შეტყობინებები ელ.ფოსტაზე, თუ ონლაინ მაღაზიაში პროდუქტის ფასი შეიცვლება თქვენს მიერ მითითებული ფასით.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association