თარიღი
/   ავტორიSCSA

აპლიკაციები სმარტფონის უსაფრთხოებისთვის

 რუბრიკა:  სმარტფონები

უსაფრთხოების თემა დღეისთვის მეტად აქტუალურია, მითუმეტეს როდესაც ერთ სმარტფონში თავს იყრის უამრავი პირადი ინფორმაცია, ეს ინფორმაცია პირადად უნდა დარჩეს და არ ჩაუვარდეს ხელში მომხმარებლისთვის არასასურველ პირებს. ამაში დაგვეხმარება ჩვენს მიერ შერჩეული დღევანდელი აპლიკაციები:

 

KeepSafe

ამ აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დაფაროთ თქვენი პირადი ფოტო და ვიდეო, აპლიკაცია მათ გადაიტანს სპეციალურ საცავში სადაც მათთან წვდომა მომხმარებლის გარდა არავის ექნება, რათქმაუნდა პინკოდის შეყვანის შემდეგ აპლიკაციაში გარკვევა ძალზედ ადვილია და კითხვებს არ იწვევს.

აპლიკაციას ასევე გააჩნია „ცრუ პინ კოდის“ ფუნქციაც, თქვენ აირჩევთ მეორე პინ კოდს და მისი შეყვანის შემდეგ აპლიკაცია საცავი ცარიელი გამოჩნდება. ეს ფუნქცია გამოსადეგი იქნება მათთვის ვისაც სმარტფონით (ან პლანშეტით) საიდუმლო ფოტოები გადაიღო, მაგრამ სურს დაუმტკიცოს ყველას ან საფუძვლიანად ეჭვიან მეუღლეს რომ დასამალი არაფერი აქვს.

აპლიკაციის Play store გვერდი: https://play.google.com/store/apps/details?id=com.kii.safe&hl=en

 

AppLock

ეს აპლიკაცია ფუნქციების მთელ ასორტიმენტს გვთავაზობს, დაწყებული ფოტო-ვიდეო კონტენტის დაფარვით და დამთავრებული შემომავალი ზარების დაბლოკვით. აპლიკაციის საშუალებით თქვენ უშიშრათ შეგიძლიათ ათხოვოთ სმარტფონი ვინმეს, ვინაიდან დაცულ ინფორმაციას იგი ვერ ნახავს, ასევე შემთხვევითაც ვერაფერს წაშლის, ვინაიდან აპლიკაცია ამ შემთხვევაში პაროლს მოითხოვს.

აპლიკაცია ასევე ითხოვს პაროლს ახალი აპლიკაციების დაყენებისას, რაც არა მხოლოდ მოსახერხებელია, არამედ უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაა, ვინდაინ ანდროიდი უსაფრთხო პლატფორმა ნამდვილად არ არის და ხშირად ერთი აპლიკაციის დაყენებას ფარულად თან მოსდევს ვირუსული პროგრამაც. ამ შემთხვევაში AppLock მას ნახავს და პაროლის შეყვანას თავიდან მოგთხოვთ.

გირჩევთ კარგად შეისწავლოთ ეს აპლიკაცია, თქვენ იქ ბევრ საინტერესო პარამეტრს ნახავთ.

აპლიკაციის Play store გვერდი: https://play.google.com/store/apps/details?id=com.domobile.applock&hl=en

 

Andrognito

დაცულობა თუ თქვენი უპირველესი პრიორიტეტია და სერიოზულად ხართ დაინტერესებული თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებით, თქვენს სმარტფონზე და ამასთან ერთად ესთეტიკურ მხარესაც აქცევთ დიდ ყურადღებას, მაშინ ეს აპლიკაცია თქვენთვისაა შექმნილი.

Andrognito არამარტო პაროლით იცავს თქვენს ფოტოებს და სხვა ინფორმაციას, არამედ ახდენს კონტენტის დაშიფვრას, თანაც შიფრის ორ ვერსიას გვთავაზობს: სწრაფი და ნელი, როგორც ხვდებით ნელი შიფრი უფრო მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ გაცილებით საიმედოა, ვიდრე სწრაფი.

აპლიკაციის Play store გვერდი: https://play.google.com/store/apps/details?id=com.codexapps.andrognito&hl=en

ეს აპლიკაციები დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი პირადი ინფორმაცია არასასურველი პირებისაგან, მაგრამ ნუ გამოიყენებთ მათ ძვირფასი ადამიანების მოსატყუებლად, გახსოვდეთ ყოველივე დაფარული ადრე თუ გვიან გამჟღავნდება, მაშინ კი ეს აპლიკაციები არ გიშველით

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association