თარიღი
/   ავტორიSCSA

ჩატარდა საბანაკე პროგრამის მორიგი ნაკადი

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

დასრულდა სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ეთიკური ჰაკინგის და ციფრული დიზაინის ბანაკის ნაკადი.

წლიდან წლამდე ინტერესი კიბერ და ციფრული დიზაინის ბანაკისადმი საგრძნობლად იზრდება და ამჯერად პროგრამაში ჩაერთო მონაწილეების რეკორდული რაოდენობა. პროგრამა და ზოგადად საბანაკე აქტივობების სტრუქტურა ყოველი ახალი ნაკადისთვის იცვლება და ვითარდება, რასაც თავად მონაწილეებიც აღნიშნავენ.

სასწავლო მოდულებს გამუდმებით ემატება თანამედროვე კონცეფციები და მიდგომები. მაგალითად სპეციალურად ამ ნაკადისთვის იყო ჩატარებული ეთიკური ჰაკინგის მასტერკლასების მოდული, რომლის ფარგლებშიც იყო განხილული სხვადასხვა ტიპის სამიზნეები, მათი სისუსტეები, თავდასხმის ვექტორები და მათზე თავდასხმების პრევენციის გზები.

ბანაკის დასრულებისთანავე, უკვე ტრადიციულად, ჩატარდა შეჯიბრი ჰაკათონი და კონკურსი ციფრულ დიზაინში. გამოვლინდა გამარჯვებულები, როგორც გუნდებს შორის ასევე ინდივიდუალურად.

ჰაკათონის ფარგლებში გამოვლინდა შემდეგი გამარჯვებული გუნდები:

პირველი ადგილი მიიღო გუნდა შემდეგი შემადგენლობით:

  • დანიელ ილიაევი;
  • ალექსი კაიკაციშვილი;
  • რეზი ხახვიაშვილი;
  • გიორგი მეორე ბეგაშვილი;

 მეორე ადგილი მიიღო გუნდა შემდეგი შემადგენლობით:

  • ანდრია ქელეხსაევი;
  • გიორგი ბაგრატიონი;
  • ბექა ქისტარური;
  • დავით იავიჩი;

ციფრული დიზაინის შეჯიბრში გამოვლინდა ორი გამარჯვებული:

  • ალექსანდრე ჯავახიშვილი;
  • ნიკოლოზ ურიდია;

ბანაკის ყველაზე კრეატიული მონაწილე:

  • დემეტრე წერეთელი;

ბანაკის ყველაზე აქტიური მონაწილე:

  • დავით ხაჩიური;

 

გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცა პრიზები ჩვენი სპონსორებისგან და ასევე ოფიციალური სასაჩუქრე ვაუჩერები და სერტიფიკატები სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციისგან.

ბანაკების ტრენერების გუნდის შემადგენლობა:

  • მაქსიმ იავიჩი;
  • გიორგი იაშვილი;
  • სერგო სიმონოვი;
  • ირაკლი ფირცხალავა;
  • ოქსანა კოვალჩუკი;

მადლობა მხარდაჭერისთვის ჩვენს პარტნიორებს და სპონსორებს NGS Group, Integra, Alpha Distribution.  

ასევე მადლობას ვუხდით დახმარებისთვის ეკატერინე თომაძე-სიმონოვს.

 

 ტეგები:  cyber-camp

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association