თარიღი
/   ავტორიSCSA

პირველი ადგილი CyberBattle2021-ზე

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები
საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონკურსის CyberBattle2021-ის გამარჯვებული კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტი Sergo Simonov-ი გახდა.
სერგეი სიმონოვმა სამეცნიერო ნაშრომი 5G გარემოს სიმულაციის შესახებ შექმნა. მან წარადგინა ახალი უსაფრთხოების ფუნქცია 5G-სთვის მანქანური სწავლების გამოყენებით. სერგეიმ 5G-ზე თავდასხმების სიმულაცია განახორციელა და მის მიერ შეთავაზებული მეთოდის ეფექტურობა აჩვენა.
სერგეის სამეცნიერო ხელმძღვანელი კავკასიის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მაქსიმ იავიჩია.
CyberBattle2021-ში სტუდენტები მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის, ჩინეთის, იორდანიის, პოლონეთის, საქართველოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ბელარუსიის და ლისაბონის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
 შეჯიბრი 2020 წელს, ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტის და უკრაინის განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაარსდა.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association