თარიღი
/   ავტორიSCSA

Dangerzone: სენდბოქსი საეჭვო ფაილებისთვის

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

Dangerzone ამუშავებს პოტენციურად საეჭვო ფაილებს, რომლებსაც უსაფრთხო PDF – ად აქცევს

პროგრამა Dangerzone იღებს პოტენციურად სახიფათო PDF, საოფისე ან გამოსახულების ფაილებს და ახდენს მათ გარდაქმნას უსაფრთხო PDF – ში. პროგრამა მუშაობს შემდეგნაირად: მიეწოდება ფაილი, რომელიც მომხმარებლისთვის შესაძლოა იყოს პოტენციურად საფრთხის შემცველი, მაგალითად ელექტრონულ ფოსტაზე მოსული მიმაგრებული დოკუმენტი. სპეციალურ სენდბოქსში პროგრამა გარდაქმნის არსებულ ფაილს PDF დოკუმენტში (თუკი ასეთი უკვე არ არის გენერირებული), რის შემდეგადაც ხდება PDF – ის კონვერტირება დაუმუშავებელი პიქსელების მონაცემების (raw data). იქმნება უამრავი RGB (Red Green Blue – ფერთა პალიტრა) მნიშვნელობების სია თითოეული გვერდისთვის. ამის შემდეგ Dangerzone ამ მონაცემებს ათავსებს ცალკე სენდბოქსში და არსებულ პიქსელებს PDF ფაილად გარდაქმნის.

პროგრამა ხელმისაწვდომია შემდეგ პლატფორმებზე:

 

გამორჩეული ფუნქციები:

  • სენდბოქსს არ გააჩნია წვდომა ინტერნეტთან, თუკი მავნე ფაილი შეძლებს სენდბოქსის კომპრომეტირებას, მავნე უბრალოდ ვერ შეძლებს მონაცემების “სახლში” გადაცემას;
  • პროგრამას შეუძლია ტექსტის ამოცნობა ჩაშენებული OCR მოდულით;
  • Dangerzone ამცირებს მიღებული PDF დოკუმენტების ზომას, რათა დაიზოგოს სივრცე;
  • შესაძლებელია ფაილების Dangerzone – ით გახსნის დაყენება ნაგულისხმევად;

 

Dangerzone – ს შეუძლია შემდეგი ტიპის ფაილების უსაფრთხო PDF – ში კონვერტირება:

  • PDF ( .pdf)
  • Microsoft Word ( .docx, .doc)
  • Microsoft Excel ( .xlsx, .xls)
  • Microsoft PowerPoint ( .pptx, .ppt)
  • ODF Text ( .odt)
  • ODF Spreadsheet ( .ods)
  • პრეზენტაცია ODF ( .odp)
  • ODF გრაფიკა ( .odg)
  • JPEG ( .jpg, .jpeg)
  • GIF ( .gif)
  • PNG ( .png)
  • TIFF ( .tif, .tiff)

 

დაყენება Debian / Ubuntu – ზე:

 

Dependencies (დამოკიდებულების) დაყენება ხდება შემდეგნაირად

sudo apt install -y python-all dh-python python3-stdeb docker.io

python3 python3-pyqt5 python3-appdirs python3-click python3-xdg

python3-requests

source tree – დან უნდა გაეშვას:

./dev_script/dangerzone

შექმენით .deb:

./install/linux/build_deb.py

გვერდი GitHub – ზე:  https://github.com/firstlookmedia/dangerzone/

 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association