თარიღი
/   ავტორიSCSA

დარკნეტში აღმოჩნდა CloudFlare მონაცემთა ბაზა 3 მილიონამდე რეალური IP-ით

 რუბრიკა:  Darknet

აღმოჩენილია უკრაინის სახელისუფლებო და ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების საიტების IP მისამართები

კიბერკრიმინალებმა მოახდინეს CloudFlare მონაცემთა ბაზის დარკნეტში განთავსება. CloudFlare  უზრუნველყოფს სერვისი CDN სერვისებს და ასევე DDoS თავდასხმების საწინააღმდეგო მექანიზმებს. ამ რესურსით სარგებლობს მრავალი ორგანიზაცია და სტრუქტურა მათ შორის უკრაინაში. ინფორმაცია ამის შესახებ ვრცელდება უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს მიერ.

ნაციონალური კიბერ უსაფრთხოების საკორდინაციო ცენტრის სპეციალისტებმა მოიპოვეს რეალური საიტების ე მილიონამდე IP მისამართი. ყველა ეს IP იყენებს CloudFlare სერვისებს. მოპოვებული საიტების სიაში შესულია ასევე 45 ვებ საიტი ზონაში gov.ua. ასეთი საიტები გამოიყენება უკრაინის სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების სფეროში.

ნაციონალური კიბერ უსაფრთხოების საკორდინაციო ცენტრის სპეციალისტების თქმით, გავრცელებული მონაცემების ნაწილი არის მოძველებული, მაგრამ ბაზაში ასევე აქტუალური ინფორმაციაც არის. რესურსების მფლობელებისთვის არის მკაცრი რეკომენდაცია IP მისამართის ცვლილებაზე და კიბერ თავდასხმების მონიტორინგის ხელსაწყოების გაძლიერებაზე.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association