თარიღი
/   ავტორიSCSA

დელეგაცია საქართველოდან გაემგზავრა უკრაინაში

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

ღონისძიებაზე გაკეთდა მოხსენებები სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტის, პროფესორ მაქსიმ იავიჩის და გიორგი იაშვილის მიერ. 

5-6 ივნისს ქალაქ კიევში, უკრაინა ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია Network Security and Communications – ISNSC2021. ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა დელეგაცია საქართველოდან რომელიც გაემგზავრა ჩატარების ადგილას. ღონისძიება ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში, მოხსენებების ნაწილი გაკეთდა დისტანციურად, ჩართვები განხორციელდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან.

ღონისძიებაზე გაკეთდა მოხსენებები სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტის, პროფესორ მაქსიმ იავიჩის და გიორგი იაშვილის მიერ.  Network Security and Communications – ISNSC2021 კონფერენცია იყო ორგანიზებული NAU Cybersecurity R&D Lab – ის მიერ ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტის ბაზაზე.

ამასთან ერთად, ღონისძიების შემდეგ ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ იყო ორგანიზებული CyberBattle2021 შეჯიბრის დაჯილდოების ცერემონია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეჯიბრში გამარჯვებული არის სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ტრენერი და თანამშრომელი სერგო სიმონოვი. მეტი ინფორმაცია CyberBattle2021 – ის შესახებ იხილეთ აქ.

დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, სერგო სიმონოვის პირველი ადგილის სერტიფიკატთან ერთად, პროფესორ მაქსიმ იავიჩს გადაეცა ჯილდო როგორც საუკეთესო სამეცნიერო ხელმძღვანელს.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association