თარიღი
/   ავტორიSCSA

Facebook-მა გამოაქვეყნა პროდუქტების უსაფრთხოების ახალი პოლიტიკა

 რუბრიკა:  სისუსტეები

კომპანიამ ასევე გაუშვა WhatsApp სერვისის უსაფრთხოებას მიძღვნილი საიტი.  

კომპანია Facebook-მა გამოაქვეყნა მესამე მხარის პროდუქტებში მოწყვლადობების გამჟღავნების ოფიციალური პოლიტიკა (Security Vulnerability Disclosure Policy, VDP).  დოკუმენტში აღწერილია წესების კრებული, რომლების მიხედვითაც ტექნო გიგანტის ინჟინრები გამოაქვეყნებენ ინფორმაციას პროდუქტებში არსებული სისუსტეების შესახებ.

დოკუმენტის თანახმად, სისუსტის აღმოჩენიდან 21 დღის პროდუქტის შემქმნელებს ექნებათ შესაძლებლობა რომ გამოასწორონ არსებული უსაფრთხოების პრობლემები. თუკი სერვისის / პროგრამის შემქმნელები არ მიიღებენ შესაბამის ზომებს ან/და არ გამოუშვებენ უსაფრთხოების პაჩებს 90 დღის განმავლობაში, Facebook უფლებამოსილია გამოაქვეყნოს ინფორმაცია არსებული უსაფრთხოების პრობლემების შესახებ.

ახალი პოლიტიკის გარდა, Facebook- მა ასევე გაუშვა WhatsApp პლატფორმის უსაფრთხოების განახლებების პორტალი, რომელზეც ქრონოლოგიურად გამოქვეყნებულია მესენჯერში არსებული უსაფრთხოების პრობლემები. ამ ეტაპისთვის საიტზე განთავსებულია 6 უსაფრთხოების პრობლემა, მათ შორის CVE-2020-1894 რომლის საშუალებითაც იყო შესაძლებელი მავნე კოდის გაშვება შესაბამისი შეტყობინების გაგზავნისას.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association