თარიღი
/   ავტორიSCSA

ფაილების პოპულარული ანტივირუსული ონლაინ სკანერები

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

ამ სტატიაში შევეხებით ფაილების ანტივირუსულ ონლაინ სკანერებს. მკითხველი გაეცნობა დეტალურ ინფორმაციას სხვადასხვა სერვისებისა და მათი ფუნქციების შესახებ.

არსებითად, ანტივირუსული ონლაინ სკანერი არის სპეციალური ვებ სერვისი, სადაც ნებისმიერს შეუძლია თავისი ფაილების შემოწმება ანტივირუსული პროგრამების ფართო სპექტრში. თქვენ უბრალოდ უნდა შეხვიდეთ საიტზე, აირჩიოთ სასურველი დოკუმენტი შესამოწმებლად, დააწკაპუნოთ ღილაკზე ჩამოტვირთვის დასაწყებად და დაელოდოთ შედეგებს.

სკანირების შედეგები სულ რამდენიმე წუთში ან წამში (დამოკიდებულია სერვერის დატვირთვაზე და მის სიჩქარეზე), წარედგინება მომხმარებლის ინტერნეტ ბრაუზერს, რათა მან შეამოწმოს დაზიანებულია თუ არა ფაილი.

დავუშვათ, მომხმარებელი ეჭვობს, რომ მისი გაჯეტი ვირუსებით არის დაინფიცირებული და მას ჯერ არ შეუძენია საჭირო ანტივირუსული პროგრამა. ასეთ შემთხვევაში, უფასო ონლაინ სკანერს შეუძლია მიაწოდოს მას სწრაფი და მარტივი გადაწყვეტა მესამე მხარის ანტივირუსული პროგრამის ჩამოტვირთვისა და ინსტალაციის გარეშე.

ანტივირუსული ონლაინ ფაილების სკანერები მუშაობენ ღრუბლოვან სერვერებზე, ამიტომ ისინი არ გამოიყენებენ მომხმარებლის მოწყობილობის პროცესორის რესურსს. უფრო მეტიც, ამ სერვერებზე გამოთვლის სიჩქარე გაცილებით მაღალია ნებისმიერ კომპიუტერთან შედარებით. ასე რომ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ონლაინ ანტივირუსული სკანერების გამოყენება სტანდარტული ანტივირუსული პროგრამის კარგი ალტერნატივაა.

ონლაინ სკანერი და ოფლაინ ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა

საყოველთაოდ ცნობილია, რომ თავდაპირველად ანტივირუსული პროგრამები მხოლოდ ავტონომიური გადაწყვეტილებები იყო. დროთა განმავლობაში, ბაზარზე გამოჩნდა ონლაინ სკანერები, რომლებმაც შეძლეს სრულიად ახალი მომხმარებლის ბაზის მოზიდვა, რომელსაც სურდათ ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით სივრცის დაზოგვა.

არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ ონლაინ სკანერები უკეთესია ვიდრე “ძველი სკოლის” ანტივირუსული პროგრამა. მოდით განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

არ არის საჭირო ინსტალაცია

თუ ადამიანი იყენებს დამოუკიდებელ ანტივირუსულ პროგრამას, მან უნდა ჩამოტვირთოს და დააინსტალიროს იგი. ის დიდ ადგილს იკავებს. როდესაც რომ ონლაინ სკანერი არ საჭიროებს ინსტალაციას და არ იქნება დამატებითი ტვირთი სისტემისთვის.

სისტემის უფასო საბაზისო სკანირება

ვირუსების ონლაინ სკანერების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ისინი ძირითადად უფასოა. საბაზზისო შემოწმება ერგება ნებისმიერ ბიუჯეტს. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ხშირად სტანდარტული სკანირება არ არის საკმარისი – თქვენ დამატებით უნდა გამოიყენოთ ფასიანი დამოუკიდებელი ანტივირუსული პროგრამა.

უფრო ხშირი განახლებები

ონლაინ ანტივირუსული სკანერის კიდევ ერთი უპირატესობაა მისი ეფექტურობა და საიმედოობა, რადგან ის უფრო ხშირად იღებს განახლებებს, ვიდრე დამოუკიდებელი პროგრამული უზრუნველყოფა. ეს განპირობებულია დეველოპერების ვებ-საზოგადოებით, რომლებიც მუდმივად ხელს უწყობენ ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას. ამრიგად, მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ეფექტურად უმკლავდება ახალ საფრთხეებსაც კი.

საფრთხის სკანირება რეალურ დროში 

ნებისმიერი ანტივირუსული ონლაინ სკანერის გამოყენებისას ადამიანი იღებს სწრაფ მხარდაჭერას ვირუსებზე ფაილების შემოწმებისას. გარდა ამისა, სკანერს ასევე შეუძლია აღმოაჩინოს SQL მოთხოვნები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ მომხმარებლის მონაცემთა ბაზას.

მუშაობის სიჩქარე და ეფექტურობა

ანტივირუსული ონლაინ სკანერები სკანირებას ახორციელებენ თავიანთ მაღალსიჩქარიან ღრუბლოვან სერვერებზე. ასეთი სერვერების სიჩქარე ვერ შეედრება ვერცერთ ჩვეულებრივ კომპიუტერს. მაგალითად, თუ კომპიუტერზე ოფლაინ ანტივირუსული პროგრამით სკანირებას 20 წუთი სჭირდება, ონლაინ სკანერს შეიძლება 5 წუთზე ნაკლები დასჭირდეს, ზოგიერთ შემთხვევაში კიდევ უფრო ზუსტი შედეგების მისაღებად.

ახლა მოდით გადავხედოთ პოპულარულ ონლაინ ანტივირუსულ სკანერებს, რომლებიც შესანიშნავად ასრულებენ ვირუსების სკანირებას.

  1. VirusTotal

VirusTotal საშუალებას გაძლევთ დაასკანიროთ მომხმარებლის მონაცემები ერთი ფაილის, URL, IP მისამართის, დომენის ან ფაილის ჰეშის სახით. გარდა ამისა, ონლაინ სკანერს აქვს ინსტრუმენტების ფართო სპექტრი და იყენებს მავნე ფაილების უზარმაზარ მონაცემთა ბაზას და სხვა მომხმარებლების ფაილების ხელმოწერებს.

აღსანიშნავია, რომ Google-მა 2012 წლის სექტემბერში იყიდა VirusTotal-ი. მას აქვს მაღალი სიჩქარე (გუგლის შესაძლებლობების დამსახურებით) და იყენებს რამდენიმე ანტივირუსულ პროგრამას ერთდროულად.

VirusTotal-ს გააჩნია უფასო ღია API, URL-ის ფილტრაცია, სპეციალური გარემო, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ კომენტარის გაკეთება, ენის პრეფერენციების მითითება, დამატებითი მონაცემების მოთხოვნა შესწავლილი ფაილის შესახებ და აქვს ამ ფაილის VirusTotal-ში გაგზავნის სხვადასხვა გზები.

  1. Internxt

Internxt არის მარტივი ვირუსების სკანირების ვებ ინსტრუმენტი. მომხმარებელი უნდა შევიდეს საიტზე სადაც ნახავს ერთ დიალოგურ ფანჯარს ნებისმიერი საეჭვო ფაილის ჩამოსატვირთად. გარდა ამისა, შესაძლებელია ამ ველში სასურველი ფაილის უბრალოდ გადატანა  . ამის შემდეგ Internxt შეასრულებს თავის საქმეს იმის გასაგებად, ფაილი დაზიანებულია თუ არ იყენებს საკუთარ სპეციალურ ანალიზის ძრავებს.

მომხმარებელს შეუძლია ატვირთოს 1 გბ-მდე ზომის ნებისმიერი ფაილი, რაც ამ საიტის ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა. 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი ენდობა Internxt-ს მათი ფაილების კონფიდენციალურობის დაცვაში და 30-ზე მეტმა აღიარებულმა კომპანიამ დააფასა მისი მუშაობა ჯილდოებითა და მიმოხილვებით.

გარდა იმისა, რომ არის ონლაინ ვირუსის სკანერი, Internxt ასევე უზრუნველყოფს ღრუბლოვანი საცავის და უსაფრთხო, სინქრონიზებული ფოტო გალერეის გამოყენების საშუალებას, სადაც მომხმარებელს შეუძლია ატვირთოს თავისი ფოტოები. სერვისი უზრუნველყოფს 10 GB მეხსიერებას უფასოდ დროის შეზღუდვის გარეშე. სხვა ფუნქციები ფასიანია.

  1. Opentip

Opentip შექმნილია ანტივირუსული ინდუსტრიაში მომუშავე ცნობილი ორგანიზაციის, Kaspersky-ის მიერ. Opentip არის მარტივი ონლაინ სკანერი. ფაილების სკანირების პროცესი საკმაოდ სწრაფია. პირველ რიგში, მომხმარებელმა ანალიზისთვის უნდა ატვირთოს თავისი ფაილი სპეციალურ განყოფილებაში. შემდეგ სკანერი მოძებნის კასპერსკის ვირუსის და მავნე პროგრამების ყველა ჩანაწერს, რომელიც შეგროვებულია კომპანიის დიდი მომხმარებელთა ბაზის მეშვეობით.

ეს ონლაინ სკანერი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ატვირთოს და დაასკანიროს ფაილები 256 მბ-მდე. გარდა ამისა, ის ასევე მხარს უჭერს სამიზნე ფაილების გაანალიზებას IP მისამართების, ჰეშების ან URL-ების გამოყენებით. ეს არის შესანიშნავი სერვისი ვირუსებზე ფაილების უფასოდ შესამოწმებლად, თუ ადამიანი უკვე ენდობა კასპერსკის და დარწმუნებულია მისი მუშაობის ხარისხში.

  1. Jotti

სხვა ონლაინ ვირუსების სკანირების სერვისებთან შედარებით, Jotti ოდნავ მოძველებულია მომხმარებლის ინტერფეისისა და დიზაინის თვალსაზრისით. თუმცა, მას მაინც შეუძლია საკმაოდ კარგად შეასრულოს თავისი საქმე. ეს არის სრულიად უფასო პროგრამა, ასე რომ ნებისმიერს შეუძლია მისი გამოყენება.

მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად ატვირთოს მაქსიმუმ 5 ფაილი 250 მბ-მდე თითო სლოტზე. მიუხედავად იმისა, რომ სერვისს აქვს გამარტივებული ინტერფეისი, ის შესანიშნავია გამოყენებამდე ფაილების, განსაკუთრებით ინსტალატორების მესამე მხარის საიტებიდან, ასევე შესრულებადი ფაილებისა და აპლიკაციების შესამოწმებლად.

გარდა ამისა, Jotti იყენებს 14 სხვადასხვა ანტივირუსულ პროგრამას ფაილის დაუცველობის შესამოწმებლად. ზოგიერთი ცნობილი პროგრამა, რომელსაც Jotti იყენებს მავნე ფაილების სკანირებისთვის, არის Avast, K-7, Bit Defender. ინსტრუმენტი ყოველთვის იყენებს აღნიშნული სკანერების განახლებულ ვერსიებს. აღსანიშნავია, რომ  შედეგების სიზუსტის გასაუმჯობესებლად სერვისი უზიარებს ყველა მომხმარებლის პერსონალურ ფაილს ანტივირუსული სკანირების პარტნიორებს.

  1. Dr. Web

Dr. Web ონლაინ სკანერი არის მარტივი და ხელმისაწვდომი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად. მას შეუძლია ერთდროულად მხოლოდ ერთი ფაილის 10 მბ-მდე სკანირება. თუ მომხმარებელს სურს ერთდროულად რამდენიმე ფაილის შემოწმება, მან უნდა შექმნას არქივი და შემდეგ ატვირთოს იგი შესამოწმებლად.

ფაილის გადმოტვირთვის შემდეგ, უნდა დააჭიროთ ღილაკს “შემოწმება”. შემდეგ გამოჩნდება ფანჯარა, რომელიც აჩვენებს სკანირების შედეგებს. თუ სკანერი აჩვენებს, რომ ფაილი შეიცავს ვირუსს და მომხმარებელმა 100% იცის, რომ ის სუფთაა, შეგიძლიათ რეპრტის გაკეთება ცრუ დადებითი შეტყობინებების შესახებ. გარდა ამისა, Dr. Web ვებ ასევე გთავაზობთ API-ს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ვებსაიტზე მათი სერვისის უფასოდ განსათავსებლად.

  1. MetaDefender

MetaDefender არის ძალიან მარტივი ინტერნეტ ინსტრუმენტი, რომელიც ფილტრავს და აანალიზებს დოკუმენტებს, ჰეშებსა და IP მისამართებს. ეს პროცესი ჰგავს მავნე პროგრამების სკანირების პროცესს Jotti-სა და VirusTotal-ში. მომხმარებელმა უბრალოდ უნდა ატვირთოს ფაილი ან შეიყვანოს IP მისამართი სკანირების სამიზნის შესარჩევად.

MetaDefender-ის ერთ-ერთი უნიკალური სერვისი არის საეჭვო ელ.ფოსტის ანალიზი. მომხმარებელს შეუძლია გადააგზავნოს ნებისმიერი საეჭვო ელფოსტა [email protected] ანალიზისთვის. სერვისი გამოგიგზავნით სკანირების შედეგებს, რათა დაგეხმაროთ გადაწყვიტოთ უსაფრთხოა თუ არა ელფოსტის გახსნა.

OPSWAT, ორგანიზაცია, რომელმაც შექმნა MetaDefender-ი, აქვეყნებს ანგარიშებს უსაფრთხოებისა და დაცვის უახლეს მოვლენებსა და სიახლეებზე. მომხმარებელს ასევე შეუძლია წვდომა მავნე პროგრამების გავრცელების ანგარიშებსა და მის შედეგებთან დაკავშირებულ სტატისტიკაზე. საიტი გაფილტრავს გადმოწერილ ფაილს 20-ზე მეტი სხვადასხვა ანტივირუსული პროგრამით, რომელიც ეძებს რაიმე რისკს. ანტივირუსული პროგრამები მოიცავს Avira, McAfee და BitDefender-ს.

  1. Hybrid Analysis

Hybrid Analysis არის შესანიშნავი ონლაინ პროგრამა, რომელიც  გარკვეული საფრთხეებზე ფილტრავს ფაილებს უფასოდ. ჩვენ გირჩევთ, მონიშნოთ საიტი თქვენს ბრაუზერში და გამოიყენოთ იგი ახლახან გადმოწერილი ანტივირუსული პროგრამის გაშვებამდე.

მომხმარებელს შეუძლია პროგრამის ფანჯარაში ატვირთოს 100 მბ-მდე დოკუმენტი ან პირდაპირ მიუთითოს ფაილის გზა. ასევე შესაძლებელია პროგრამის ბმულის ჩასმა. ეს შესანიშნავია, რადგან თქვენ შეგიძლიათ დაუყოვნებლივ გაიგოთ, არის თუ არა ფაილის უსაფრთხო ჩამოტვირთვამდე.

Hybrid Analysis უზრუნველყოფს გაფართოებულ ონლაინ სკანირებას ვირუსებზე. ამ სტატიაში ნახსენები სკანერების უმეტესობა ასკანირებს ფაილებს ანტივირუსით, როგორიცაა Avira, McAfee, Avast. Hybrid Analysis აგზავნის ფაილს ვირუსების სკანირების რამდენიმე ონლაინ ინსტრუმენტზე, მათ შორის VirusTotal, MetaDefender და მრავალი სხვა. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია IP მისამართების, დომენების და ჰეშების სკანირება.

დასკვნა

მართლაც, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ნებისმიერი ხელმისაწვდომი ანტივირუსული პროგრამა, მაგრამ ეს მომხმარებელს ძვირი დაუჯდება გარდა ამისა დაკავდება ადგილი დისკზე. ონლაინ ანტივირუსული სკანერი ასეთი პროგრამული უზრუნველყოფის შესანიშნავი ალტერნატივაა, თუ საჭიროა მრავალი ფაილის სკანირება.

კომპიუტერზე არსებული ფაილების შემოწმება დაგეხმარებათ სისტემის უსაფრთხოდ შენარჩუნებაში.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association