თარიღი
/   ავტორიSCSA

GDPR ევროპულ პრაქტიკებზე დაფუძნებული მონაცემთა დაცვის სეზონური სკოლა

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

კავკასიის უნივერსიტეტმა სამაცენიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციასთან კოლაბორაციაში გაიმარჯვა Jean Monnet კონკურსში.

პროექტის დასახელება: «Seasonal school of data protection based on EU practices». ხანგრძლივობა – 3 წელი.

დაგეგმილია სეზონური სკოლების ჩატარება სტუდენტებისთვის, აკადემიური სექტორისთვის, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის და ასევე ონლაინ ტრენინგები ძირითადი საზოგადოებისთვის. პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები იქნება უფასო.
ევროპაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში მონაცემთა დაცვის რეგულაციების გაზრდის მიუხედავად, განვითარებადი ქვეყნები ახლა იწყებენ ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით. საქართველოში არ არსებობს სტანდარტები, რომლებიც დაარეგულირებს მომხმარებელთა მონაცემების გამოყენებასა და შენახვას. ქვეყანაში გლობალური პრობლემაა მონაცემთა დაცვის სფეროში სპეციალისტების მომზადების კუთხით. აკადემიურ წრეებში მონაცემთა დაცვის საკითხი საკმარისად არ არის განხილული, და ფართო საზოგადოება ძალიან ცუდად არის გარკვეული კიბერჰიგიენის საკითხებში. ევროპული პრაქტიკის შესწავლა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ტრენინგი სეზონური სკოლის ფარგლებში ხელს შეუწყობს სხვადასხვა დონეზე შედეგების მიღწევას, ასევე უზრუნველყოფს ინტეგრირებულ მიდგომას საქართველოში ამ პრობლემის გადაჭრაში. ღონისძიებების ძირითადი აქცენტი იქნება გაკეთებული სტუდენტებზე, აკადემიურ პერსონალზე, ბიზნეს სექტორსა და ფართო საზოგადოებაზე. პროექტი შეიძლება იქცეს ინოვაციებისა და კიბერ პრობლემების გადაჭრის კარგ წყაროდ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის. ბიზნეს და სამთავრობო სექტორებს სჭირდებათ მაღალკვალიფიციური თანამშრომლების მომზადების წყარო რეალური უნარებითა და ცოდნით.

პროექტის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები განხორციელდება:

– სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის და ბიზნეს და საჯარო სექტორის სპეციალური აუდიტორიისთვის (ტექნიკური პერსონალი, დისიჟენ მეიკერები, და პოლიტიკების შემქმნელებისთვის) GDPR-ზე და მონაცემთა დაცვაზე ორიენტირებული სეზონური სკოლების განვითარება;
– რეგიონების ფართო საზოგადოებისთვის ონლაინ ტრენინგ კურსების სერიის შემუშავება პერსონალური მონაცემების დაცვისა და კიბერჰიგიენის შესახებ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად;
– კავშირების გაძლიერება აკადემიურ სამყაროს, საზოგადოებასა და პოლიტიკების შემქმნელებს შორის.
პროექტის განმახორციელებელი გუნდს კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი და კიბერუსაფრთხოების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი მაქსიმ იავიჩი უხელმძღვანელებს.

პროექტის განმახორციელებელი გუნდი:

მაქსიმ იავიჩი – მთავარი მკვლევარი და უფროსი ლექტორი;
გიორგი იაშვილი – მთავარი მკვლევარის მოადგილე და უფროსი ლექტორი;
არჩილ შენგელია – უფროსი ლექტორი;
გიორგი ახალაია – უფროსი ლექტორი;
ირენა მელუა – პროექტის მენეჯერი;
ოქსანა კოვალჩუკი – საგანმანათლებლო მენეჯერი.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association