თარიღი
/   ავტორიSCSA

Google Chrome ბრაუზერის დაცვა პაროლით

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

ინტერნეტ ბრაუზერ Google Chrome-ის დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა პაროლის დაყენება, ეს შესაძლებელია ისეთი ბრაუზერის პლაგინის დამატებით როგორიცაა მაგალითად LockPW.

ბევრი მომხმარებლისთვის ინტერნეტ ბრაუზერი არის მთავარი საკომუნიკაციო საშუალება და ხელსაწყო. ამ პროგრამაში ინახება მომხმარებლის კონფიდენციალური და საჭირო მონაცემების დიდი ოდენობა, მათ შორის საიტების ვიზიტების ისტორია, სოციალური ქსელების პროფილების სესიები და ა.შ. ამიტომაც სასურველია, რომ ბრაუზერი იყოს სათანადოდ დაცული.

ინტერნეტ ბრაუზერ Google Chrome-ის დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა პაროლის დაყენება, ეს შესაძლებელია ისეთი ბრაუზერის პლაგინის დამატებით როგორიცაა მაგალითად LockPW, რომელიც შეგვიძლია დავაყენოთ Chrome –  ის დანამატების მარკეტიდან. დაცვის მექანიზმის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია, თუკი შევეცდებით ბრაუზერის გამოყენებას პაროლის შეყვანის გარეშე, იგი შეაჩერებს მუშაობას და დაიბლოკება. ბლოკირების დაყენება ასევე შესაძლებელია ტაიმერის საშუალებით, ან მაგალითად კლავიატურიდან შეყვანილი სპეციალური კომბინაციით «CTRL + SHIFT + L».

ბრაუზერის პლაგინის დაყენების შემდეგ, მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს და შემდგომ დაადასტუროს სასურველი პაროლი. ასევე, შესაძლებელია პროგრამის სხვა პარამეტრების გამართვაც, მაგალითად პაროლის არასწორი კომბინაციების მცდელობების რაოდენობა. შესაძლებელია დავაყენოთ ისეთი პარამეტრი, რომ გარკვეული რაოდენობით შეყვანილი არასწორი კომბინაციების შემდეგ იშლებოდეს ბრაუზერის ისტორია.

 ტეგები:  Chrome ,  Google ,  ბრაუზერი ,  პაროლი

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association