თარიღი
/   ავტორიSCSA

Google – მა შეაჩერა Chrome და Chrome OS განახლება COVID-19 – ის გამო

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

კომპანიამ შეიტანა ცვლილებები ახალი ვერსიების გამოსვლის განრიგში, რადგან ინჟინრების უმრავლესობა მუშაობს სახლიდან

კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანია Google იძულებული გახდა შეეცვალა განახლებების გამოსვლის გრაფიკი ბრაუზერ Chrome და Chrome OS სისტემებისთვის. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ Google-ის, როგორც მრავალი სხვა კომპანიის ინჟინრების უმრავლესობა ამ დროისთვის მუშაობს სახლიდან გაუსვლელად.

ახალ ვერსიებში აღმოჩენილი ხარვეზების შემთხვევაში მათ აღმოფხვრა იქნება უფრო რთული და მოითხოვს მეტ დროს. გამომდინარე იქიდან რომ Chrome – ს და Chrome OS ფართოდ იყენებენ სხვა და სხვა დარგებში და ორგანიზაციებში, სისტემურმა ხარვეზმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ქაოსი, შესაბამისად ამ სისტემების განახლებები ამ ეტაპისთვის შეჩერებულია.

Chrome – ის ახალი 81 ვერსია უნდა გამოსულიყო 17 მარტს, რის შესახებაც გახდა ცნობილი ორგანიზაციის ინჟინრების სოც. ქსელების პროფილებიდან და ოფიციალური YouTube არხიდან, მაგრამ ახალი ვერსია აქამდე არ გამოსულა. არსებობს მოსაზრება, რომ შეტყობინება ახალ ვერსიაზე იყო მომზადებული Google PR ჯგუფის მიერ რამდენიმე დღით ან შესაძლებელია კვირით ადრე და ინტერნეტში ავტომატურად გავრცელდა. შეტყობინებები გავრცელებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association