თარიღი
/   ავტორიSCSA

Google – მა გაზარდა ჯილდო Google Cloud Platform – ზე სისუსტეების აღმოჩენისთვის

 რუბრიკა:  სისუსტეები

Vulnerability Reward Program -ის ფარგლებში უსაფრთხოების მკვლევარებს შეეძლებათ მიიღონ $300 000 -მდე ჯილდო 

კორპორაცია Google – მა გაზარდა ჯილდო Google Cloud Platform (GCP) სისტემაზე სისუსტეების აღმოჩენისთვის. პროგრამის ფარგლებში ამიერიდან უსაფრთხოების მკვლევარებს შეუძლიათ მიიღონ ჯილდო $313 337 ოდენობით. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პროგრამის საერთო ბიუჯეტი $100 000 შეადგენდა, მაგრამ წელს დამტკიცებულია გაზრდილი ბიუჯეტი, რომელიც განაწილდება ექვს მკვლევარზე. ყველაზე დიდი ჯილდოს ოდენობა შეადგენს $133 337, მეორე და მესამე ადგილისთვის $73 331, მეოთხესთვის გათვალისწინებულია $31 337, ხოლო ბოლო ორი პოზიციისთვის გამოყოფილია $1 000 თითოზე.

“ისევე როგორც შარშან უსაფრთხოების კვლევაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სპეციალური განაცხადის გაკეთება. ინფორმაცია სისუსტეების შესახებ ერთ ანგარიშში შეზღუდული არ არის. სპეციალისტებს შეუძლიათ გააკეთონ რამდენიმე განაცხადი – ერთი თითო პოზიციისთვის” – გამოცხადებულია Google ბლოგში.

კორპორაციის თქმით, 2019 წელს უსაფრთხოების მკვლევარებს სისუსტეების აღმოჩენის პროგრამის ფარგლებში Google – მა $6,5 მილიონი  გადაუხადა, ხოლო პროგრამის ამუშავებიდან 2010 წლიდან – $21 მილიონზე მეტი.

 

 ტეგები:  Google ,  პროგრამა ,  ჯილდო

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association