თარიღი
/   ავტორიSCSA

Google კვლავ უთვალთვალებს Android -ის მომხმარებლებს

 რუბრიკა:  თაღლითობა

პროკურორის განცხადებით კომპანია Google არაკანონიერად აგროვებს Android მოწყობილობების მომხმარებლების გეოლოკაციის მონაცემებს

ამერიკის შეერთებული შტატებში მიმდინარეობს გახმაურებული საქმე. არიზონის შტატის მთავარმა პროკურორმა მარკ ბრნოვიჩმა (Mark Brnovich) შეიტანა სარჩელი კომპანია Google -ის მიმართ. პროკურორის განცხადებით კომპანია Google არაკანონიერად აგროვებს Android მოწყობილობების მომხმარებლების გეოლოკაციის მონაცემებს.

“კორპორაცია Google ქმნის იმის შეგრძნებას, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ მოწყობილობის მონიტორინგის გათიშვა. მაგრამ კომპანია იყენებს სხვა გზებს, მომხმარებლების მონაცემების მისაღებად. Google-ის მიერ მოწყობილობის გეოლოკაციის მონიტორინგის გათიშვა არის პრაქტიკულად შეუძლებელი, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება არიზონის კანონმდებლობას. ყველაზე ინოვაციურმა ორგანიზაციებმაც უნდა დაიცვან კანონი. “- აცხადებს მარკ ბრნოვიჩი.

მომხმარებლების გეოლოკაციის მონაცემები გამოყენება ამინდის პროგნოზის და საძიებო შედეგების უფრო ზუსტი მიწოდებისთვის. მაგრამ ამასთან ერთად, Google-ის ბრაუზერში შესაბამისი პარამეტრების გათიშვის შემდეგაც, კორპორაციასთან იგზავნება მომხმარებლის შესახებ მონაცემების სოლიდური რაოდენობა. პროკურორმა მოთხოვა Google-ს იმ ოდენობის კომპენსაციის გადახდა, რისი შოვნაც არის შესაძლებელი გეოლოკაციის გამოყენებით სარეკლამო კამპანიების განხორციელებით. არიზონის შტატის სასამართლომ ასევე შესაძლოა განიხილოს კორპორაციის ქმედება როგორც უკანონო, რაზეც დაეკისრება $ 10 000 ოდენობის ჯარიმა.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association