თარიღი
/   ავტორიSCSA

Google Pixel 4 ზოგი სმარტფონი შესაძლოა დარჩეს სახის ამოცნობის გარეშე

 რუბრიკა:  სმარტფონები

ბევრ მომხმარებელთან პრობლემა გაჩნდა ყოველთვიური განახლების შემდეგ.

Google Pixel 4 და Pixel 4 XL მოწყობილობების მომხმარებლებმა აღნიშნეს სახის ამოცნობის ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემები. სმარტფონების მფლობელების თქმით, პრობლემას არ აგვარებდა მოწყობილობის გადატვირთა ან სისტემაში სახის ხელახლა რეგისტრაცია.

პრობლემა პირველად იყო აღმოჩენილი გასული წლის ნოემბერში და გამოიწვია ნეგატიური გამოხმაურების მთელი რიგი ისეთ რესურსებზე, როგორიცაა Pixel , Reddit და XDA. ბევრ მომხმარებელთან პრობლემა გაჩნდა Google – ის ყოველთვიური უსაფრთხოების განახლებისთანავე. 

განაცხადების თანახმად, სახის ამოცნობის ფუნქციის მცდელობისას, მოწყობილობის მფლობელი ხედავდა შეცდომას, რომ სახის ამოცნობა ვერ მოხერხდა და კიდევ ერთხელ უნდა სცადოს. ბევრ მომხმარებელთან ეს ხარვეზი გაჩნდა ზემოაღნიშნული განახლების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სისტემის უფრო ადრინდელ ვერსიებზე ფუნქციონალური პრობლემები შემჩნეული არ იყო.

ტელეფონის გადატვირთვა არ აგვარებს პრობლემას. მაგრამ ზოგი ერთ განაცხადში იყო მითითებული, რომ მოწყობილობის ქარხნულ პარამეტრებზე გადაყვანისას ფუნქცია ამუშავდა. აღსანიშნავია, რომ ძირითად შემთხვევებში არც ეს ხერხი მუშაობდა. 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association