თარიღი
/   ავტორიSCSA

Google სერვისების ანალოგები

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

2020 წელს კომპანიამ მიიღო $ 146 მილიარდზე მეტი შემოსავალი რეკლამიდან და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

კორპორაცია Google- ის ბიზნეს მოდელი აგებულია სარეკლამო მიზნებისათვის მონაცემთა შეგროვებაზე. რაც უფრო მეტი იცის კომპანიამ თქვენს შესახებ, მით უფრო მაღალი ხარისხის რეკლამის ჩვენება და შესაბამისად მეტი შემოსავლის მოტანა შეუძლია.

2020 წელს კომპანიამ მიიღო $ 146 მილიარდზე მეტი შემოსავალი რეკლამიდან და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ონლაინ კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული არასასიამოვნო ფონის გამო, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეძებს Google– ის პროდუქტების ალტერნატივებს, რომლებიც პატივს სცემენ მათ კონფიდენციალურობას.

F-Droid – გახლავთ Google Play -ს საუკეთესო ალტერნატივა. სერვისი არის FOSS კატალოგი Android- ისთვის (უფასო პროგრამული უზრუნველყოფა ღია საწყისი კოდით).  MEGA- ამ სერვისით შესაძლებელია Google Drive-ს ჩანაცვლება. კომპანია გთავაზობთ ხელმისაწვდომ ოფციებს და 50 GB უსაფრთხო ქლაუდ მეხსიერებას უფასოდ. CryptPad – არის Google Docs– ის ალტერნატივა. სადაც დოკუმენტები სრულად იშიფრება და გაიშიფრება თქვენსავე ბრაუზერში, რის გამოც სერვის ადმინისტრატორებსაც კი არ შეუძლიათ მათი წაკითხვა. OsmAnd – პროგრამა Google Maps– ის შესაცვლელად. მუშაობს როგორც Android- ასევე iOS- სისტემებზე. რუქები აგებულია OpenStreetMap მონაცემების საფუძველზე. როგორც Google– ის საძიებო სისტემის ანალოგი კი, შეგიძლიათ გამოიყენოთ კონფიდენციალური საძიებო სისტემა DuckDuckGo.

მოყვანილი სერვისების ბმულები:

F-Droid: https://f-droid.org/

MEGA: https://mega.io/

CryptPad: https://cryptpad.fr/

OsmAnd: https://osmand.net/

DuckDuckGo: https://duckduckgo.com/

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association