თარიღი
/   ავტორიSCSA

Google შეამოწმებს აპლიკაციების მიერ გეოლოკაციის მონაცემების შეგროვების აუცილებლობას

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

Google დაადგენს თუ რამდენად საჭიროა აპლიკაციას გააჩნდეს წვდომა მომხმარებლის გეოლოკოლაციის მონაცემებზე

ინტერნეტ გიგანტი თანმიმდევრულად მუშაობს მისი მომხმარებლების უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებაზე.  2020 წლის აგვისტოდან Google შეამოწმებს ყველა Play Store – ში მყოფ აპლიკაციას ფონურ რეჟიმში მომხმარებლის გეოლოკაციის ინფორმაციის მოგროვების ფაქტებზე.

Google თავად დაადგენს თუ რამდენად საჭიროა აპლიკაციას გააჩნდეს წვდომა მომხმარებლის გეოლოკოლაციის მონაცემებზე. იქნება გაანალიზებული იყენებს თუ არა აპლიკაცია მომხმარებლის მონაცემების მოგროვების ანალიზატორს ფონურ რეჟიმში (როცა აპლიკაცია არ არის აქტიური). თუ კორპორაციის აზრით ამ აპლიკაციას ფონურ რეჟიმში მსგავსი ტიპის მონაცემების მოგროვება არ არის საჭირო იგი უბრალოდ აიკრძალება და იქნება შესაძლებელი მხოლოდ აპლიკაციის აქტიურ რეჟიმში ყოფნის დროს.

მსგავსი ტიპის ქმედება დიდი ალბათობით იქნება დაშვებული სოციალური ქსელების აპლიკაციებისთვის, ხოლო რაც შეეხება სხვადასხვა ტიპის ონლაინ მაღაზიებს – საკითხავია გაივლიან თუ არა Google – ის ცენზურას ასეთი აპლიკაციები. ინფორმაცია ცვლილებების შესახებ გამოქვეყნებულია Android დეველოპერების ოფიციალურ რესურსზე

 

 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association