თარიღი
/   ავტორიSCSA

Google-ში კონკრეტული ტიპის ფაილების მოძიება

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

ოპერატორი “filetype:” გვაძლევს საშუალებას ძიების დროს მივუთითოთ კონკრეტული ტიპის ფაილი

როდესაც Google-ში ვეძებთ გარკვეული ტიპის ფაილებს, მაგალითად, დოკუმენტებს, პრეზენტაციებს ან სხვას, საძიებო სისტემას უწევს უამრავი გვერდების დამუშავება ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. არსებობს ამ პრობლემის მოგვარების საკმაოდ მარტივი და სწრაფი მეთოდი.

Google-ს გააჩნია სხვადასხვა ტიპის ძიების ოპერატორები, რომლებიც კონცენტრირებულია კონკრეტულ მიმართულებაზე. საძიებო ოპერატორი “filetype:” გვაძლევს საშუალებას ძიების დროს მივუთითოთ თუ კონკრეტულად რა ტიპის ფაილი გვჭირდება, მაგალითად PDF დოკუმენტი ან სხვა. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიძიოთ PDF ფაილი, რომელიც შეიცავს ფრაზას “CODE RED”.

ოპერატორი “filetype:” გვაძლევს საშუალებას ძიების დროს მივუთითოთ კონკრეტული ტიპის ფაილი. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ “doc”, “docx”, “rtf” (Word), “xls”, “xlsx” (Excel), “ppt”, “pptx” (PowerPoint), და “txt” (ტექსტური ფაილი).

აგრეთვე, “filetype:” შეიძლება იყოს გამოყენებული ვებ გვერდების კონკრეტული ტიპების მოძიებისთვის, მაგალითად “html”, “htm”, “php”, “asp” და ა.შ.

ასეთი ტიპის ძიების დროს გასათვალისწინებელია, რომ ფაილის გაფართოება (ტიპი) უნდა იყოს მითითებული URL მისამართში, შესაბამისად ეს საძიებო მოთხოვნები ვერ იქნება ამომწურავი. ასე რომ, ზოგიერთ შემთხვევაში მაინც მოგვიწევს რამდენიმე გვერდის დათვალიერება სასურველი შედეგის მისაღწევად.

 ტეგები:  filetype ,  Google ,  გუგლი ,  ძიება

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association