თარიღი
/   ავტორიSCSA

ჰაკერებმა სპეციალურ ფორუმზე გამოაქვეყნეს 500 მილიონზე მეტი Facebook– ის მომხმარებელთა პირადი მონაცემები

 რუბრიკა:  სოციალური ქსელები

ბაზის ამ ვერსიაში არის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ავღანეთი, სირია, ერაყი და ა.შ., რომლებიც მონაცემთა ბაზის მცირე ვერსიაში არ იყვნენ. გარდა ამისა, მრავალი ქვეყნისთვის ამ ვერსიაში ბევრად უფრო მეტი ჩანაწერია.

ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნდა Facebook-ის 533 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider პორტალი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით გავრცელდა მსოფლიოს 106 ქვეყნის მომხმარებლების ინფორმაცია, მათ შორის 32 მილიონი აშშ-ის მოქალაქეების ექაუნთებია, 11 მილიონი ბრიტანეთის და 6 მილიონი ინდოეთის მოქალაქის. ფორუმზე განთავსდა მომხმარებლების სრული სახელები, დაბადების თარიღები და ბიოგრაფიები, ასევე მათი რეალური ადგილმდებარეობა, მობილური ტელეფონის ნომრები და ზოგიერთ შემთხვევაში – ელექტრონული ფოსტის მისამართებიც.

კომპანია Hudson Rock-ის ტექნიკური დირექტორი ელონ გელი: «ასეთი დიდი მონაცემთა ბაზის გასაჯაროება, რომელიც შეიცავს Facebook– ის მრავალი მომხმარებლის პირად ინფორმაციას, ტელეფონის ნომერს, სავარაუდოდ გამოიწვევს სიტუაციას, როდესაც თავდამსხმელები იყენებენ ამ ინფორმაციას თავდასხმებისთვის სოციალური ინჟინერიის გამოყენებით ან შეღწევების  განსახორციელებლად”. აღნიშნული მონაცემთა ბაზა შეიცავს უფრო სრულყოფილ ინფორმაციას მცირე ვერსიასთან შედარებით.

ბაზის ამ ვერსიაში არის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ავღანეთი, სირია, ერაყი და ა.შ., რომლებიც მონაცემთა ბაზის მცირე ვერსიაში არ იყვნენ. გარდა ამისა, მრავალი ქვეყნისთვის ამ ვერსიაში ბევრად უფრო მეტი ჩანაწერია. ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ამ დროისთვის Facebook- ს კომენტარი არ გაუკეთებია.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association