თარიღი
/   ავტორიSCSA

ჰაკერებმა The Witcher და Cyberpunk 2077 -ის საწყისი კოდი აუქციონზე გაიტანეს

 რუბრიკა:  თავდასხმები

დიდი ალბათობით საწყისი კოდი იყო მოპოვებული მწარმოებელ კომპანია CD projekt-ზე თავდასხმის შედეგად. 

გასულ დღეებში ბოროტმოქმედებმა ინტერნეტში პოპულარული The Witcher და Cyberpunk 2077  თამაშების საწყისი კოდი გამოაქვეყნეს. როგორც უკვე დადგინდა 2021 წლის 9 თებერვალს კომპანია CD projekt-ზე განხორციელდა კიბერ თავდასხმა, რომელიც ასევე დამტკიცდა ორგანიზაციის მიერ.

 

ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტების განცხადებით თავდასხმაზე პასუხისმგებელია დაჯგუფება HelloKitty. ჰაკერების განცხადებით, მათ შეძლეს პოპულარული თამაშების საწყისი კოდის მოპოვება, მათ შორის The Witcher 3 გამოუცემელი ვერსიის ფრაგმენტები. ამასთან ერთად CD projekt-ის მიმართ იყო გაკეთებული წინადადება თავდასხმის შედეგად დაშიფრული ფაილების განბლოკვის შესახებ. რა თქმა უნდა ბოროტმოქმედებმა სანაცვლოდ გარკვეული თანხის მიღება მოითხოვეს. ამ წინადადებაზე CD projekt-ი არ წავიდა და განაცხადა რომ თავად მოახდენს დაშიფრული ფაილების დეშიფრაციას.

ჰაკერების მიერ მოყვანილ ვადაში (48 საათი) გადაუხდელობის შემთხვევაში თამაშების საწყისი კოდები დაიდებოდა აუქციონებზე. ლოტის სასტარტო ფასი არის $1 000 000. ხოლო წყაროს ლეგიტიმურობის დასამტკიცებლად მომხმარებელმა redengine გამოაქვეყნა ტექსტური დოკუმენტი The Wicher 3 -ის ფაილების ჩამონათვალით.

 

 

 

 ტეგები:  CD projekt ,  cyberpunk ,  თავდასხმა

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association