თარიღი
/   ავტორიSCSA

Huawei ფარულად ატარებს სისუსტეების მოძიებისთვის დაჯილდოების პროგრამას

 რუბრიკა:  სმარტფონები

ჯილდოს მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 200 ათას ევროს, ხოლო მინიმალური იქნება 1 ათასი ევრო.

კომპანია Huawei – მ მიუნხენში უსაფრთხოების მობილური მოწყობილობების ცნობილ მკვლევრებთან ჩაატარა ფარული შეხვედრა Mobile Vulnerability Reward Program, რომელზეც მათ აცნობა სმარტფონებში აღმოჩენილი უსაფრთხოების პრობლემების პოვნისთვის დაჯილდოების შესახებ.

როგორც ITHome რესურსი გვაცნობებს, გამოქვეყნებულია შეხვედრიდან რამოდენიმე ფოტო სურათი, საიდანაც ხდება ნათელი, რომ კომპანია Huawei დამსწრეებს სხვადასხვა ოდენობით ჯილდოს სთავაზობს. სისუსტეების გამოვლენის პროგრამა ეხება როგორც არსებულ ასევე სამომავლოდ რელიზისთვის დაგეგმილ მობილურ მოწყობილობებს.

ჯილდოს მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 200 ათას ევროს (კოდის დისტანციური გატარება), ხოლო მინიმალური იქნება 1 ათასი ევრო (ინფორმაციის გამჟღავნება). ჯილდოს ოდენობა პირდაპირ იქნება დაკავშირებული აღმოჩენილი სისუსტის საფრთხესთან. კამპანიის პირობებში იქნება შეყვანილი უსაფრთხოების პრობლემების პოვნა არამხოლოდ Huawei-ს ფირმის მოწყობილობებში, არამედ HarmonyOS ოპერაციულ სისტემაშიც.

 ტეგები:  bug bounty ,  Huawei ,  mobile device

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association