თარიღი
/   ავტორიSCSA

იაპონელი ბარათების მონაცემებს ზეპირად იმახსოვრებდა

 რუბრიკა:  თაღლითობა

იაპონიაში მოხდა საკმაოდ უჩვეულო შემთხვევა. რამოდენიმე თვის წინ დააკავეს ტოკიოს ერთ-ერთი მაცხოვრებელი 34 წლის მაღაზიის გამყიდველი იუსუკე ტანიგუჩი. მამაკაცი იყო დაკავებული და ეჭვმიტანილი 1 300 საბანკო ბარათის მონაცემების მოპარვაში და მათი შემდგომ უკანონო გამოყენებაში.

როგორც აღმოჩნდა იუსუკეს აქვს გამორჩეული ფოტოგრაფიული მეხსიერება, მომხმარებლის ბარათით გადახდის პროცესში იგი უპრობლემოდ იმახსოვრებდა დატანილ მონაცემებს და მათ შემდგომში ინტერნეტში სხვადასხვა ნივთების ყიდვისთვის იყენებდა. ჯამში იუსუკე ტანიგუჩიმ დაიმახსოვრა და გამოიყენა მომხმარებლების 1 300 საბანკო ბარათის მონაცემი.

იბადება კითხვა, თუ როგორ ასეთი ფენომენალური მეხსიერების  პატრონი აღმოჩნდა სამართალდამცველების ხელში ? მიუხედავად ტაგინუჩის გონებრივი შესაძლებლობებისა იგი იყო საკმაოდ უბრალო ადამიანი. მისივე თქმით, ინტერნეტში შეძენილ ნივთებს იაპონელი გამყიდველი ლომბარდებში აბარებდა და მიღებული თანხით იხდიდა ბინის და კვების გადასახადებს.

ერთ დღეს ტანიგუჩიმ შეიძინა ორი ჩანთა, მათი საერთო ღირებულება შეადგენდა დაახლოებით $2.5. ვინაიდან შეკვეთის დროს, ინტერნეტ მაღაზიაში მყიდველმა მიუთითა საკუთარი სახლის მისამართი, პოლიციისთვის მისი პოვნა პრობლემას არ წარმოადგენდა. ამიტომაც, 2019 წლის მარტში, ინტერნეტ მაღაზიის კურიერთან ერთად იუსუკე ტანიგუჩისთან სახლში პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association