თარიღი
/   ავტორიSCSA

ბრძანებები INC და DEC

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები
DEC ,  INC

დღევანდელ სტატიაში განვიხილოთ INC და DEC ბრძანებები. ეს ბრძანებები განკუთვნილია ინკრემენტის და დეკრემენტისთვის. ბრძანება INC ამატებს, ხოლო ბრძანება DEC აკლებს ერთ მნიშვნელობას მოცემული ოპერანდიდან. ოპერანდის ტიპები იგივეა რაც გვქონდა ADD და SUB ბრძანებებში, ხოლო ფორმატი შემდეგია:

INC Ol; o l = o l + 1

DEC Ol; o l = o l – 1

ამ ბრძანებების შესრულების დროს არ იცვლება CF ალამი.

PHP კოდი add a l , l inc al

ეს ორივე ბრძანება ასრულებს ერთი და იგივე ოპერაციას და არითმეტიკულ დონეზე არის შემდეგნაირი:

AL = AL + 1

AL = AL + 1

ანუ ორივე შემთხვევაში რეგისტრ AL-ს ემატება მნიშვნელობა 1

უარყოფითი და მთლიანი რიცხვები ნიშნით

უარყოფითი მთელი რიცხვები პერსონალურ კომპიუტერში წარმოდგენილია ე.წ. დამატებით კოდში. დამატებითი კოდი შეიძლება წარმოვიდგინოთ მთელი რიცხვების დიაპაზონის უარყოფითი ანარეკლი. 1 ბაიტი შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ ციფრს 0 დან 255 მდე, დამატებითი კოდი შეცვლის ამ დიაპაზონს -128 დან 127 მდე . დიაპაზონი 0 დან 127 მდე ირეკლავს თავის თავს, ხოლო უარყოფითი რიცხვებისთვის იქმნება დიაპაზონი 128 დან 255 მდე.

ციფრ “-1” ს შეესაბამება ციფრი “255” (0xFF), ციფრ “-2” ს კი 254 (0xFE) და ასე შემდეგ. “-50”

შეესაბამება 206. უარყოფითი რიცხვების არეკვლის პროცესს დამატებით კოდში ზოგჯერ ეძახიან mapping-ს დამატებითი კოდი შეიძლება იყოს გაწელილი 2 ბაიტზე 0 დან 65535 მდე. მას ექნება არეკვლის დიაპაზონი -32768 დან 32767 მდე. თუ დამატებით კოდს გავწელავთ 4 ბაიტზე მაშინ დიაპაზონი იქნება -2 147 483 648 დან 2 147 483 647 მდე.

მაგალითი: გადავიყვანოთ ციფრები 4, -4,386, -8000 და 45000 დამატებით კოდში და ჩვთვალოთ რომ ციფრების დიაპაზონი არის 16 ბიტი ანუ 2 ბაიტი.

ჯერ დასაწყისისთვის უნდა გავარკვიოთ რამდენს ჩაიტევს 16 განყოფილება:

უნდა ავიყვანოთ 2 ხარისხად 16: 216 = 65 536 (დიაპაზონი 0 დან 65 536 მდე ) ახლა დავადგინოთ არეკვლის საზღვრები 65 536/2 = 32 768.

ჩვენ მივიღეთ დიაპაზონი -32 768 დან 32 767 მდე ციფრი 4 იმყოფება დიაპაზონიში 0 დან 65 536 მდე და ირეკლავს თავის თავს როგორც მთელი დადებითი რიცხვი, ციფრი -4 იმყოფება დიაპაზონში -32 768 დან 0 მდე. და მთელი რიცხვების დიაპაზონში გამოითვლება ასე: 65 536 — 4 = 65 532.

ციფრი 386 დადებითია და ირეკლავს თავის თავს. უარყოფითი რიცხვი -8000 გამოითვლება ასე 65 536 — 8 000 = 57 536. რიცხვი 45 000 ვერ იქნება წარმოდგენილი დამატებითი კოდის სახით რადგან არ იმყოფება ჩვენ დიაპაზონში.

 ტეგები:  DEC ,  INC

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association