თარიღი
/   ავტორიSCSA

ინტერნეტში აღმოჩნდა Amazon Ring მომხმარებლების მონაცემები

 რუბრიკა:  სისუსტეები

მონაცემები შეიცავდა უნიკალურ ელ-ფოსტის მისამართებს, პაროლებს და კამერების მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია. 

Amazon Ring კამერების მომხმარებლების ათასობით მონაცემები აღმოჩნდა ინტერნეტში, მათ შორის უნიკალური ელ-ფოსტების შეტყობინება, პაროლები, ინფორმაცია დროის ზონების შესახებ და ასევე თვითონ Ring-ის მიერ მინიჭებული კამერის “სახელები”, როგორიცაა მაგ. “მისაღები ოთახი” და სხვა. 

ბოროტმოქმედს შეუძლია მიიღოს წვდომა Amazon Ring მომხმარებელთან, მიიღოს შესაბამისი მასალები, როგორიცაა ვიდეო ან ფოტო ფაილები. ამის გარდა, ბოროტმოქმედს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია მომხმარებლების საცხოვრებელი მისამართის და სხვა უნიკალური პირადი მონაცემები. 

Ring-ის სისტემა არ იყო გატეხილი, ჩვენმა უსაფრთხოების ექსპერტებმა გამოძიების გზით დაადგინეს, რომ სისტემიდან არ მომხდარა ინფორმაციის გაჟონვა. Amazon Ring-ზე თავდასხმების მცდელობა დაფიქსირებული არ არის. სავარაუდოდ ბოროტმოქმედებმა ეს მონაცემები მოიპოვეს სხვა ორგანიზაციების ბაზებიდან.” – აცხადებენ Amazon Ring-ის წარმომადგენლები. 

მაგრამ ამ ეტაპისთვის უკვე ცნობილია, რომ ზოგი ერთი მომხმარებლის მონაცემები იყო გამოაშკარავებული ინტერნეტში, რის შესახებაც Amazon – მა მათ პირადად აცნობა, და გაუწია რეკომენდაცია დაუყონებლივ მონაცემების ცვლილებაზე.  

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association