თარიღი
/   ავტორიSCSA

ინტერნეტში უსაფრთხო კომუნიკაციის სერვისები

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

კავშირის დასამყარებლად არ არის საჭირო რეგისტრაცია ან რაიმე სერვერებთან მიერთება, საჭიროა მხოლოდ ჩვენი უნიკალური იდენტიფიკატორის გაგზავნა მიმღებთან.

დღეისთვის თითქმის ყველასთვის ცნობილია, რომ ვიდეო ზარები ისეთი პლატფორმების გამოყენებით როგორიცაა მაგალითად Skype ან Zoom არ გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი დონით. რამდენიმე დღის წინ აშშ-ს ორგანოების მიერ დადგინდა, რომ ვიდეო კონფერენციების და ზარების სერვისი Zoom 2016 წლიდან ახდენდა მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას და აცხადებდა, რომ მათ კომუნიკაციაში გამოიყენება ე.წ. end-to-end encryption, რომელიც რეალურად სერვისს არ გააჩნდა.

ფართო წრეებში ნაკლებად ცნობილი ანონიმური და კონფიდენციალური კომუნიკაციის საშუალებას წარმოადგენს qTox, რომელიც გამოიყენებს Tox პროტოკოლს დეცენტრალიზებული P2P კავშირის დასამყარებლად. კავშირი დაფუძნებულია ასიმეტრიულ შიფრაციაზე და სერვისი იძლევა როგორც ჩატის ასევე ვიდეო და აუდიო ზარების განხორციელების საშუალებას.

კავშირის დასამყარებლად არ არის საჭირო რეგისტრაცია ან რაიმე სერვერებთან მიერთება, საჭიროა მხოლოდ ჩვენი უნიკალური იდენტიფიკატორის გაგზავნა მიმღებთან. ინფორმაციის მიმოცვლა ხდება პირდაპირ მომხმარებლებს შორის. აპლიკაციას გააჩნია ღია კოდი და იგი არის ხელმისაწვდომი ისეთ პლატფორმებზე როგორიცაა Windows, Linux, macOS, Android და FreeBSD.

qTox რესურსი: https://tox.chat/

ღია კოდი GitHub-ზე: https://github.com/Tox/tox.chat

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association