თარიღი
/   ავტორიSCSA

iPhone 11 Pro პარამეტრების მიუხედავად აგროვებს ლოკაციის ინფორმაციას

 რუბრიკა:  სისუსტეები ,  სმარტფონები

Apple – ამაში ვერ ხედავს მომხმარებლების მონაცემების კონფიდენციალურობის დარღვევის პრობლემას.

Apple – ის ფლაგმანური მოწყობილობაში იყო დაფიქსირებული ისეთ ქმედებებში, რომელიც მის მომხმარებლებს არ მოეწონებოდა. KrebsOnSecurity-ის განცხადებით, iPhone 11 Pro პერიოდულად ცდილობს მომხმარებლის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების მოგროვებას, იმდროსაც კი, როცა ეს ფუნქცია პარამეტრებიდან გათიშულია.

Apple – ოს კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, iPhone-ის გეოლოკაციური სერვისები პერიოდულად აგზავნიან მომხმარებლის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას.

„Where available, location-based services may use GPS, Bluetooth, and your IP Address, along with crowd-sourced Wi-Fi hotspot and cell tower locations, and other technologies to determine your devices’ approximate location.“  – წყარო https://www.apple.com/legal/privacy/en-ww/

კონფიდენციალობის პოლიტიკაში აღწერილია თუ როგორ უნდა გაითიშოს გეოლოკაციის დამუშავების და გაგზავნის სერვისები, მაგრამ ჟურნალისტმა ბრაიან კრებსმა აღმოაჩინა, რომ ახალ iPhone 11 Pro-ში და შესაძლოა სხვა მოდელებშიც ამ სისტემების გათიშვა შეუძლებელია თუ გეოლოკაციის მთავარ სერვისს არ გამორთავთ. კრებსის თქმით, მისი აღმოჩენა მიუთითებს iPhone Pro – ს ან iOS 13 – ში კონფიდენციალურობის სისუსტის არსებობაზე. წინა თვეში კი ჟურნალისტმა Apple-ში გააგზავნა ვიდეო, სადაც იყო დემონსტრირებული თუ როგორ აგროვებდა ინფორმაციას სმარტფონი იმ დროს, როცა გეოლოკაციის შესაბამისი სერვისები იყო გამორთული.

Apple – ი ამაში ვერ ხედავს მომხმარებლების მონაცემების კონფიდენციალურობის რეალურ საფრთხეებს.  

 ტეგები:  Apple ,  iPhone ,  ლოკაცია

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association