თარიღი
/   ავტორიSCSA

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოსურათები

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

გაფრთხილება – სტატიაში აღწერილი მასალა ატარებს მხოლოდ საგანმანათლებლო ხასიათს! იბრძოლეთ მხოლოდ ნათელ მხარეზე! 

ინტერნეტში ბოროტმოქმედები ხშირად იყენებენ გამოგონილ პროფილებს სოციალური ინჟინერიის თავდასხმებისთვის. ამ გამოგონილი პროფილების მეშვეობით სოც. ინჟინრები ახერხებენ ადამიანების მოტყუებას. ამგვარად ხდება კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვება პირდაპირ ადამიანისგან. გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური ინჟინერიის მეთოდები არ მოითხოვს ღრმა ტექნიკურ ცოდნას და დაფუძნებულია ადამიანის ფსიქოლოგიაზე, ასეთი თავდასხმები დღეს დიდი პოპულარულობით სარგებლობს.

არსებობს სოციალური ინჟინერიის მეთოდების მთელი რიგი და უამრავი ხელსაწყო, მათ შორის ონლაინში. განვიხილავთ ერთ-ერთი ხელსაწყოს არარსებული ადამიანების ფოტოების შექმნისთვის. this person does not exist არის სერვისი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ადამიანის ფოტოსურათი და შემდგომ იგი გამოიყენოს.

ამასთან ერთად, არსებობს სერვისები, რომლებიც გვაძლევენ შესაძლებლობას მივუთითოთ კონკრეტული პარამეტრები, ისეთები როგორიცაა სქესი, ვარცხნილობა, კანის და თვალის ფერი. ასეთი სერვისის მაგალითია generated photos, სადაც ასევე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ხდება ფოტოსურათების გენერაცია.

გაითვალისწინეთ, რომ სოციალურ ქსელში მითითებული სახელები და ხშირ შემთხვევაში ფოტოსურათებიც კი შეიძლება იყოს გამოგონილი!

ბმულები:

https://thispersondoesnotexist.com/

https://generated.photos/

 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association