თარიღი
/   ავტორიSCSA

კიბერ სპეციალიზაციის კიდევ ერთი სტუდენტის წარმატების ისტორია

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

გვინდა გაგიზიაროთ კიბერ სპეციალიზაციის სტუდენტის ლაშა რაზმაძის წარმატების ისტორია. მოუხედავად იმისა, რომ ლაშამ ამ ეტაპისთვის გაიარა სპეციალიზაციის პროგრამის მხოლოდ ნახევარი, უკვე შეძლო სამუშაო პროფილის შეცვლა და დაიწყო მუშაობა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

კიბერ უსაფრთხოების სპეციალიზაცია წარმოადგენს დღეისთვის აქტუალური კიბერუსაფრთხოების და კომპიუტერული მეცნიერების საგნების სრულყოფილ სასწავლო პროგრამას.  კიბერ სპეციალიზაციის ფარგლებში ლექციებს ატარებენ დარგების წამყვანი სპეციალისტები. კიბერ სპეციალიზაცია ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებაზე როგორც კიბერუსაფრთხოების ასევე პროგრამირების და ინჟინერიის მიმართულებით. სრული პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.

ლაშამ თავად უპასუხა რამდენიმე კითხვას თავისი ახალი სამუშაო პროფილის შესახებ, მისი მოტივაცია და ასევე გვიამბო სამომავლო გეგმების შესახებ.

– კომპანიის დასახელება და შენი ახლანდელი პოზიცია?

კომპანია UGT,  უსაფრთხოების სისტემების ადმინისტრატორი.

– რა შედის შენს მოვალეობებში ?

კიბერ-უსაფრთხოების სისტემების, firewall-ების მონიტორინგი, ავტორიზებული წვდომების მინიჭება, რეპორტინგი, endpoint-ების მონიტორინგი.

– რა როლი ითამაშა კიბერ სპეციალიზაციამ შენს ამ ცხოვრების ეტაპზე ?

კიბერ-სპეციალიზაციის პროგრამაზე ავითვისე და გავიღრმავე ის უნარები, რაც საჭიროა სტანდარტული მომხმარებლისთვის კიბერ-ჰიგიენის, მხრივ, გამიჩნდა გარკვეული ცოდნა, თუ როგორ მუშაობს სხვადასხვა უსაფრთხოების მექანიზმი, უფრო მეტად გამიღრმავა ინტერესი ამ სფეროს მიმართ და აკადემიაში მიღებული გამოცდილებით შევძელი ამ დიდ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო SCSA გუნდს.

– რამ მოგცა მოტივაცია იმისა, რომ შენი პროფესიული ცხოვრება დაუკავშირე კიბერუსაფრთხოებას?

გამომდინარე იქედან, რომ პატარა ასაკიდან მქონდა ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ, გადავწყვიტე უმაღლესი განათლებაც ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით მიმეღო. ასევე, რადგანაც აღნიშნული სფერო მუდმივად განვითარებადი და განახლებადია, გადავწყვიტე ცოდნაც ამ მიმართულებით გამეღრმავებინა და სამომავლო პროფესია აიტი სფეროში კიბერუსაფრთხოებასთან დამეკავშირებინა. ბოლო წლების მანძილზე არსებული გამოწვევების ფონზე, მეტად გამიჩნდა ინტერესი ამ მიმართულებისადმი.

 – როგორ ხედავ შენს თავს ამ პროფესიაში სამომავლოდ?

სამომავლოდ ჩემს თავს ისევ კიბერუსაფრთხოებაში ვხედავ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ძალიან ბევრ და საინტერესო წარმატებას მივაღწიო კიბერუსაფრთხოების ინჟინერიის კუთხით, ჩავერთო ბევრ თანამედროვე პროექტში და სამომავლოდ, თუ საშუალება მექნება, უკვე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო ამ სფეროში დამწყებ ადამიანებს.

სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების გუნდის სახელით გვინდა მივულოცოთ ლაშას ეს წარმატება და ვუსურვოთ დიდი და საინტერესო მომავალი ჩვენს სფეროში!

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association