თარიღი
/   ავტორიdavit-user

კიბერ უსაფრთხოების ყველაზე მასშტაბური სასკოლო კონფერენცია-კონკურსი რეგიონში

 რუბრიკა:  წარმატების ისტორია
25 მარტს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა Caucasus Cyber Security Center – კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრია და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის მიერ ორგანიზებული რიგით მეოთხე კონკურსი – კონფერენცია: „Cyber Security Future Expert”. ღონისძიების ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებული სკოლების მე_10-მე_12 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. თითოეულ მონაწილე გუნდს 10-15 წუთიანი პრეზენტაციის სახით უნდა წარედგინა კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით შექმნილი პროექტი.
კონკურსში მონაწილეობდა სხვადასხვა სკოლის 50 მდე მოსწავლე.
ჩართული გუნდების რაოდენობიდან გამომდინარე, Cyber Security Future Expert გახდა ყველაზე მასშტაბური კიბერუსაფრთხოების კონფერენცია-კონკურსი რეგიონში მანამდე ჩატარებულ სასკოლო ღონისძიებებს შორის.
წარდგენილ პროექტებს აფასებდა სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაკომპლექტებული ჟიური:
 Dachi Zedginidze – საქართველოს კიბერ უსაფრთხოების ბიურო;
 Giorgi Kvirikashvili – კავკასიის უნივერსიტეტისა და New Jersey City University _ის კიბერ უსაფრთხოების პროგრამის სტუდენტი;
 Davit Botchorishvili – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ვებ დეველოპერების გუნდის ლიდერი.
 ღონისძიებაზე, ასევე მომხსენებლად მოწვეული იყო კიბერ უსაფრთხოების დარგის ექსპერტები:
 Maksim Iavich – კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, SCSA_ს პრეზიდენტი;
 Andro Gotsiridze – CYSEC ის დამფუძნებელი, კიბერ უსაფრთხოების ბიუროს დირექტორი (2014-2016 წწ);
 Giorgi Akhalaia – SCSA_ს ტექნიკური დირექტორი;
 ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული პროექტები – პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ნომინაციაზე. რომლებსაც გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები და სიმბოლური პრიზები.
 პირველი ადგილი: გუნდი Bug Magnits (პროექტი: Defense against RAT Trojan);
გუნდის წევრები: ნიკოლოზ ჭითანავა; ნია ქორიძე; თინა გოდერძიშვილი
 მეორე ადგილი: გუნდი Shieldify (პროექტი: Web Application Firewall based on ML & AI)
გუნდის წევრები: ალექსანდრე მიზანდარი; დავით გრევე, ანდრია ქელეხსაევი.
 მეორე ადგილი: გუნდი Ransom-Game (პროექტი: Ransom-Game); გუნდის წევრები: ლუკა მიქავა; თორნიკე ვაშაყმაძე; ნატალი გვარამაძე
 მესამე ადგილი: გუნდი Snowden (პროექტი: Firewall); გუნდის წევრები: გაბუნია ნინო; კაზიაშვილი იზიკო
 მესამე ადგილი: გუნდი Lonewolf (პროექტი: Log Analyzer) ; გუნდის წევრი: დავით ბეგიაშვილი
 მესამე ადგილი: გუნდი NC-M1 (პროექტი: ორგანიზაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა); გუნდის წევრები: ნიკა აბულაძე, საბა ბაკურიძე;

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association