თარიღი
/   ავტორიSCSA

კიბერ უსაფრთხოების სპეციალიზაციის კურსდამთავრებულებმა მიიღეს სერტიფიკატები

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

კიბერ უსაფრთხოების სპეციალიზაცია არის სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ერთ-ერთი ინოვაციური საგანმანათლებლო – პრაქტიკული პროექტია. კიბერ უსაფრთხოების სპეციალიზაცია წარმოადგენს დღეისთვის აქტუალური საგნების სრულყოფილ სასწავლო პროგრამას. სპეციალიზაციის გავლის შემდეგ, მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა და ყველა საჭირო უნარი იმისათვის, რომ პროფესიონალურ დონეზე გააგრძელონ მუშაობა ისეთი მოთხოვნადი მიმართულებით, როგორიც არის კიბერ უსაფრთხოება და კომპიუტერული მეცნიერება. სრული პროგრამის ხანგრძლივობა კი შეადგენს 12 თვეს.

მეტი დეტალი კიბერ უსაფრთხოების სპეციალიზაციის შესახებ და სასწავლო მოდულების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://scsa.ge/ka/cyber-security-specialization-geo/

რამდენიმე დღის წინ კიბერ უსაფრთხოების სპეციალიზაციის ათმა კურსდამთავრებულმა მიიღო შესაბამისი სერტიფიკატები. ყურადსაღები მომენტია, რომ სპეციალიზაციის მონაწილეებს სერტიფიკატის მისაღებად უნდა ჩაებარებინათ ფინალური პრაქტიკული პროექტი, რომელიც დაკავშირებულია კიბერ უსაფრთხოებასთან ან კომპიუტერულ მეცნიერებასთან. პრეზენტაციის დროს დიდი ყურადღება ექცეოდა პროექტის ფარგლებში პრაქტიკულ ნაწილს.

სპეციალიზაციის მონაწილეები აქტიურად არიან ჩართულები პრაქტიკულ მუშაობაში, მათ შორის სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციაში. რამდენიმე მონაწილემ გაიარა სრული პრაქტიკული სტაჟირება SCSA – ში. კიბერ სპეციალიზაციის რამდენიმე მონაწილე ჩართულია და მუშაობს ასოციაციის პრაქტიკულ პროექტებზე.  უნდა აღინიშნოს, რომ კიბერ უსაფრთხოების სპეციალიზაციის კურსდამთავრებულების უმეტესობა დასაქმებულია კომპიუტერულ ან კიბერუსაფრთხოების სფეროში.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association