თარიღი
/   ავტორიSCSA

მათემატიკის როლი კომპიუტერულ მეცნიერებაში

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

Computer Science-ი არის მზარდი ინდუსტრია, და სწრაფად ვითარდება. ყველამ კარგად იცის რომ ამ სფეროში გადამწყვეტ როლს თამაშობს მათემატიკა, და მისი უსაზღვროდ ლამაზი თეორიები, რომლის იმპლემენტაცია შემდეგ ხდება კომპიუტერებში.

რატომ აქვს ასეთი ძლიერი კავშირი მატემატიკას კომპიუტერებთან?

პასუხი ძალიან მარტივია, ყველაფერი კომპიუტერში ჩაიწერება ორობითი (ბინარული) ათვლის სისტემით, ყველა ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, არის უბრალოდ 0-ებისა და 1-ების სხვადასხვა კომბინაცია. ინფორმაციის ბევრი ვარიანტი გვაქვს: ვიდეოები, ფოტოები, აუდიო ჩანაწერები, ფერები, სიტყვები და ა.შ. ყველაფერი არის რიცხვები, სწორედ ამის გამო ყველაფერი რაც არის რიცხვი მასზე შეიძლება ჩავატაროთ მათემატიკური მანიპულაციები.

მათემატიკის ერთ-ერთი ულამაზესი და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სფერო Computer Science-ისთვის არის კალკულუსი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს პროცესორის გამოთვლებში. სწორედ ამიტომ მინდა დღეს დავიწყო კალკულუსის მნიშვნელოვანი და უმარტივესი კონცეფციების ახსნა განმარტება, რომელიც მიზანს ისახავს რომ უფრო ღრმა ცოდნა შევიძინოთ კომპიუტერებზე.
დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეფციით “ფუნქცია”.

რა არის ფუნქცია? როგორ მუშაობს იგი?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მარტივი მაგალითი დაგვეხმარება, რომელიც სურათზეა მოცემული, თუმცა მანამდე მინდა ორიოდ სიტყვით გითხრად ფუნქციის ატრიბუტებზე, ფუნქციას გააჩნია თავისი მოქმედების სქემა (ტანი), ასევე აქვს არგუმენტი (რიცხვი რომელიც უნდა გადავცეთ ფუნქციას) და პასუხი (რიცხვი რომელსაც დაგვიბრუნებს ფუნქცია).

ორი სიტყვით ფუნქციის მოქმედებაზე, და თავისებურებებზე: ჩვენ ფუნქციას გადავცემთ რაიმე მნიშვნელობას, რიცხვის სახით, მას გააჩნია ,როგორც უკვე ვთქვით, მოქმედებების ერთობლიობა რომელსაც ჩაატარებს ამ რიცხვზე და მოგვცემს პასუხს. ქვევით მოცემულ სურათზე ფუნქციის სახუმარო თუმცა მარტივად გასაგები სქემაა მოცემული, ფუნქციაში შედის რიცხვები (თითქოს რაიმე ფაბრიკა იყოს), ხოლო იქ მომხდარი მოქმედებების შემდეგ გამოდის პასუხი.

დღეისათვის სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, რათქმაუნდა დავბრუნდებით უფრო მეტი ინფორმაციით, კალკულუსის შესახებ, მანამდე კი კარგად მივხვდეთ ფუნქციის მარტივ მაგრამ მნიშვნელოვან დანიშნულებას.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association