თარიღი
/   ავტორიSCSA

Мicrosoft-მა „ჩუმად“ გამოუშვა მონაცემთა აღდგენის პროგრამა

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

პროგრამის გასაშვებად საჭიროა CMD ადმინისტრატორის პრივილეგიებით.

კომპანია Microsoft-მა შეუმჩნევლად გამოუშვა მონაცემთა აღდგენის პროგრამა რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის წაშლილი ფაილების აღსადგენად. პროგრამა ასევე შეიძლება იყოს გამოყენებული ფლეშ მეხსიერების ბარათებზე სამუშაოთ. პროგრამა მუშაობს CMD ინტერფეისიდან.

იმისათვის, რომ გამოვიყენოთ Windows File Recovery, პირველ რიგში საჭიროა მისი გადმოწერა Microsoft Store -დან (https://www.microsoft.com/en-us/store/r/windows-file-recovery/9n26s50ln705?rtc=1&activetab=pivot:overviewtab).  პროგრამის გასაშვებად საჭიროა CMD ადმინისტრატორის პრივილეგიებით. CMD-ს გამოძახება ხდება მენიუ «START»-დან და შემდგომ საკვანძო cmd-ის მოძიებით.

CMD-ის გამოძახების შემდეგ უნდა ჩაიწეროს ბრძანება winfr, რის შემდეგაც გამოჩნდება ყველა შესაძლო ბრძანების ჩამონათვალი. მაგალითად, იმისათვის რომ გავუშვათ «ხელმოწერის» რეჟიმი, რომელიც გამოიყენება ყველა Word (.docx) დოკუმენტის აღსადგენად C დისკზე, უნდა იყოს შეყვანილი შემდეგი ბრძანება:

winfr C: D:\RecoveryDestination /x /y:DOCX

უფრო დაწვრილებით თითოეული ბრძანების და გამოყენების განსხვავებული სცენარების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: https://www.bleepingcomputer.com/news/microsoft/microsoft-quietly-created-a-windows-10-file-recovery-tool-how-to-use/

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association