თარიღი
/   ავტორიSCSA

Microsoft სერვისების 44 მილიონი მომხმარებელი განმეორებად პაროლებს იყენებს

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

სპეციალისტებმა დაასკანირეს მონაცემთა ბაზა, რომელშიც ინახებოდა 3 მილიარდზე მეტი მოპარული მონაცემი.

Microsoft – ის კომპანიის უსაფრთხოების მკვლევარებმა შეამოწმეს მომხმარებლების მილიარდობით მონაცემი და დაადგინეს, რომ 44 მილიონ მომხმარებელს გააჩნდათ ისეთ მომხმარებლის სახელები და პაროლები, რომელიც იყო გამოყენებული სხვა ონლაინ სერვისებში და აღმოჩნდა გლობალურ ქსელში. ანალიზი ეხება პერიოდს 2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით.

სპეციალისტებმა დაასკანირეს მონაცემთა ბაზა, რომელშიც ინახებოდა 3 მილიარდამდე მოპარული მომხმარებლის მონაცემი, რომელიც იყო მოგროვებული ისეთი რამოდენიმე წყაროდან, როგორიცაა სამართალდამცველი ორგანოების ბაზები და ასევე ღია ბაზებიდან.

„ყველა მოპარული აღმოჩენილი მონაცემისთვის, ჩვენ შევცვალეთ პაროლები. არანაირი დამატებით ქმედება მომხმარებლის მხრიდან საჭირო არ არის. რაც ეხება კორპორატიულ სფეროს, Microsoft -ი ჩაატარებს მომხმარებლების რისკების შეფასებას და გააფრთხილებს ადმინისტრატორებს პაროლების განახლების შესახებ„ – აცხადებენ Microsoft-ის წარმომადგენლები

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association