თარიღი
/   ავტორიSCSA

მილიარდზე მეტი Android მოწყობილობა კიბერ თავდასხმის რისკის ქვეშაა

 რუბრიკა:  სისუსტეები

მსოფლიოში 40% – ზე მეტი Android მომხმარებელი იყენებს სისტემის 6.0 ან უფრო ადრინდელ ვერსიას

მილიარდზე მეტი Android მოწყობილობა კიბერ თავდასხმის რისკის ქვეშაა, რადგან ამ უკანასკნელებზე დაყენებულია მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფა. ეს ვითარება პოტენციურად ძალიან სახიფათოა რადგან მოძველებული ვერსიების პროგრამულ უზრუნველყოფაზე კვლავ შეიძლება თავდასხმების მთელი რიგის განხორციელება.

ინტერნეტ რესურსი Which? – ის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ Android – ის აქტიური მომხმარებლების 42,1% იყენებენ სისტემის 6.0 ან უფრო ადრინდელ ვერსიას: Marshmallow (2015), Lollipop (2014), KitKat (2013), Jellybean (2012), Ice Cream Sandwich (2011) ან Gingerbread (2010). ბევრ მოწყობილობაზე Android უბრალოდ აღარ ნახლდება, ამგვარად ძველი პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლები არიან კიბერ თავდასხმების სერიოზული რისკის ქვეშ.

როგორც აღინიშნება, სისტემურ განახლებებს იღებენ მხოლოდ Android 10, Android 9.0 Pie და Android 8.0 Oreo ვერსიები, ხოლო სისტემის უფრო ადრინდელი ვერსიები განახლებებს არ ღებულობენ. კვლევისთვის ექსპერტებმა შეიძინეს რამდენიმე მოძველებული მობილური მოწყობილობა – Motorola X, Sony Xperia Z2 და Samsung Galaxy A5 2017. კვლევის ფარგლებში კი დადგინდა, რომ ყველა ეს მოწყობილობა აღმოჩნდა მოწყვლადი გავრცელებული Android ოპერაციულ სისტემაზე ორიენტირებული კიბერ თავდასხმების წინაშე. მავნეების სიაში შედიან Stagefright, Bluefrag  და ჩვენთვის უკვე ცნობილი Joker.

 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association