თარიღი
/   ავტორიSCSA

მომხმარებლის ცნობიერება კიბერ უსაფრთხოებაში

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

მომხმარებელი არის კიბერ უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი და ამავდროულად ყველაზე სუსტი რგოლი. კარგად დაცული სისტემის შემთხვევაშიც კი, ცნობიერების არმქონე მომხმარებელმა, შესაძლოა, გაუთვიცნობიერებლად, მესამე პირს წვდომა მოაპოვებინოს აქტივზე.

 ყველაზე ხშირად მომხმარებელი ე.წ. ფიშინგისა და მისი სხვადასხვა სახეობის შეტევის მსხვერპლი ხდება. ეს არის კიბერ შეტევა, რომლის დროსაც მსხვერპლი გაყალბებულ, რეალურთან მიმსგავსებულ ვებ გვერდზე შედის და აზიარებს სენსიტიურ ინფორმაციას. ხშირად სოციალურ ქსელში ვხვდებით ონლაინ თაღლითობის სხვადასხვა მაგალითს, რომელიც მომხმარებელს ცრუ გათამაშებაში რთავს და შემდეგ მისგან საბარათე ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს. თუ ამ შემთხვევაში მხოლოდ მომხმარებელი ზარალდება, კორპორატიულ გარემოში, საფრთხე ექმნება კომპანიის აქტივებსაც, მათ შორის იმ მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც ინახავას/ამუშავებს ეს კომპანია.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, წარმატებული კიბერ შეტევების 80%, მომხმარებლის დაბალი ცნობიერების მიზეზით ხდება. ამავდროულად, მსოფლიო კომპანიების საშუალოდ 20% მუდმივად ცდილობს თავიანთი მომხმარებლების კიბერ ჰიგიენის გაუმჯობესებას.

ცნობიერების არ ქონა ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია ისევ არასწორი დამოკიდებულებით, რომ კიბერ უსაფრთხოება მხოლოდ უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე პერსონალის პასუხისმგებლობაა.

რეალურად, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ყოველდღიურობა დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან, ჩვენ ყველა ვართ კიბერ დომეინის ნაწილი და შესაბამისად გვჭირდება უსაფრთხოებისთვის საჭირო საბაზისო უნარ-ჩვევები. 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association