თარიღი
/   ავტორიSCSA

მონიტორინგის Cookie-ბის გათიშვა

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

ვებ სერვისების გამოყენების დროს, საიტების მომხმარებლების გარკვეული მონაცემები ინახება სპეციალურ Cookie ფაილებში.

დღეს ინტერნეტში პრივატულობის და მომხმარებლების მონიტორინგის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ამ საკითხის ირგვლივ არსებობს ბევრი მოსაზრება, როგორც ორგანიზაციების ასევე მომხმარებლების მხრიდან. სხვადასხვა ინტერნეტ სერვისების მოხმარების დროს, ორგანიზაციები ღებულობენ მომხმარებლების ინფორმაციის მთელ სპექტრს. ზოგჯერ ეს მონაცემები გამოიყენება ამა თუ იმ სერვისის კორექტული მუშაობისთვის, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა მომხმარებლის მონაცემების მონიტორინგი და მოგროვება ხდება მაგალითად მარკეტინგის მიზნით.

ვებ სერვისების გამოყენების დროს, საიტების მომხმარებლების გარკვეული მონაცემები ინახება სპეციალურ Cookie ფაილებში. როგორც წესი, ეს ფაილები გამოიყენება საიტების მომხმარებლების ავთენტიფიკაციისთვის ან/და კონკრეტული პარამეტრების შენახვისთვის. Cookie ასევე გამოიყენება ვებ სერვერების მიერ მომხმარებლების იდენტიფიცირებისთვის.

მომხმარებელს შეუძლია დაბლოკოს საიტების მიერ Cookie – ების გამოყენება. ამის ერთ-ერთი გზა არის გამოვიყენოთ ბრაუზერის პლაგინები, მაგალითად Do Not Track Me, რომელიც გვეხმარება Cookie – ების დაბლოკვაში. ეს გადაწყვეტილება დაგეხმარებათ მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების მონიტორინგის პროცესის შეწყვეტაში.

ასეთ მიდგომას ასევე გააჩნია უარყოფით მხარეც – ზოგ ვებ საიტზე Cookie – ბის ბლოკირება იწვევს სისტემის არაკორექტულ მუშაობას, შესაბამისად ისეთ საიტებზე როგორიცაა მაგალითად Facebook საჭიროა პლაგინის გათიშვა.

ბმული Google ის წყაროზე: https://chrome.google.com/webstore/detail/do-not-track/ckdcpbflcbeillmamogkpmdhnbeggfja

 ტეგები:  cookies ,  do-not-track ,  მონიტორინგი

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association