თარიღი
/   ავტორიSCSA

ფაილების შიფრაცია პირდაპირ ბრაუზერში

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

შიფრაციის პროცესი ხდება AES-256-GCM ალგორითმის მეშვეობით.

ინტერნეტში არსებული მრავალი პორტალი გვთავაზობს ფაილების შიფრაციას, მაგრამ მათი უმრავლესობა ფაილებს დასაშიფრად აგზავნის სერვერთან, რაც ნიშნავს, რომ ფაილების შიფრაციას ეკარგება აზრი, რადგან ეს უკანასკნელები უკვე ჩნდება ქსელში.

სერვისი Hat.sh იძლევა საშუალებას დავშიფროთ ფაილები პირდაპირ ბრაუზერში მათი სერვერთან გადაგზავნის გარეშე. შიფრაციის პროცესი ხდება AES-256-GCM ალგორითმის მეშვეობით. სერვისის გამოყენება არის საკმაოდ მარტივი. საიტზე შესვლისას მომხმარებელმა უნდა აირჩიოს დასაშიფრი ფაილი, შეიყვანოს ან დააგენერიროს შიფრაციის გასაღები და დააჭიროს Encrypt შიფრაციისთვის, ხოლო Decrypt დეშიფრაციისთვის.

სურვილისამებრ სერვისის პორტატული ვერსია შესაძლოა დაყენდეს ლოკალურ კომპიუტერზე Windows, macOS ან Linux ოპერაციულ სისტემებზე და იმუშავოს ინტერნეტთან კავშირის გარეშე.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association