თარიღი
/   ავტორიSCSA

ფიზიკური გასაღები USB ბარათის გამოყენებით

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

როდესაც USB გასაღები არ არის შეერთებული, მოწყობილობა იქნება დაბლოკილი და მომხმარებელი დაინახავს შესაბამის ეკრანს USB Raptor-ისგან.

Windows ოპერაციული სისტემა აღჭურვილია სპეციალური ფუნქციით Windows Hello, რომლის გამოყენებით შესაძლებელია მოწყობილობის განბლოკვის ფუნქცია მიენიჭოს სპეციალურ ფიზიკურ გასაღებს. Windows Hello ფუნქცია განთავსებულია Sign-in options (შესვლის და ავტორიზაციის პარამეტრები) განყოფილებაში.

ფიზიკური გასაღების მოწყობილობის განბლოკვის ფუნქცია შესაძლებელია სპეციალური გასაღების მეშვეობით, მაგრამ არსებობს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სტანდარტულ USB ფლეშ მეხსიერების ბარათს აქცევს ფიზიკურ გასაღებად Windows – ის განბლოკვისთვის.

ასეთი პროგრამის მაგალითი არის USB Raptor (https://sourceforge.net/projects/usbraptor/).  პროგრამის გაშვების შემდეგ აუცილებელია მოვიფიქროთ რაიმე პაროლი იმ შემთხვევისთვის თუ ფიზიკური USB ბარათი დაიკარგება. უტილიტა არის საკმაოდ მარტივი გამოყენებისთვის და საჭირო პარამეტრების დაყენება შესაძლებელია მოკლე ვადაში. ყველაფერი რაც არის საჭირო – USB ბარათის მითითება რომელიც იმუშავებს ფიზიკური გასაღების რეჟიმში.

როდესაც USB გასაღები არ არის შეერთებული, მოწყობილობა იქნება დაბლოკილი და მომხმარებელი დაინახავს შესაბამის ეკრანს USB Raptor-ისგან. მოწყობილობის განბლოკვისთვის საჭიროა გასაღების შეერთება ან წინასწარ მითითებული პაროლის შეყვანა.

 ტეგები:  USB ,  USB Raptor ,  უსაფრთხოება

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association