თარიღი
/   ავტორიSCSA

ფუნქციის ატრიბუტები

 რუბრიკა:  კომპიუტერი და მათემატიკა

დაგიბრუნდით, მათემატიკის უმშვენიერესი სამყაროთი.

წინა სტატიაში განვიხილეთ, თუ რა არის ფუნქცია, და როგორ იქცევა იგი. ყველამ კარგად ვნახეთ, რომ ფუნქცია არის გარკვეული მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც განაპირობებს მასში შემავალი არგუმენტის მოდიფიკაციას, და იძლევა პასუხს. ახლა უფრო ღრმად წავიდეთ ფუნქციის განსაზღვრებაში, და განვიხილოთ მისი ატრიბუტები უფრო ახლოდან.

პირველ რიგში, როგორც უკვე ვთქვით ფუნქციას გააჩნია არგუმენტი რომელიც უნდა გადაეცეს მას, მოდით განვსაზღვროთ რაიმე ფუნქცია და ვნახოთ მისი არგუმენტები, რომ უკეთ შევიცნოთ იგი.

ფუნქცია არის შემდეგი, ” f(x) ” ეს არის ფუნქციის ზოგადი ჩანაწერი, სადაც x-ი არის ფუნქციის არგუმენტი.

მისი ტანი არის განსაზღვრული შემდეგი მოქმედებით: f(x) =|x|,

დავიწყოთ მისი განხილვა, პირველ რიგში |x| ამ მოქმედებას ეწოდება მოდული, რაც იმას გულისხმობს, თუ რამდენი ერთეულით არის დაშორებული x რიცხვი 0-ისგან(თუ x=2, მაშინ პასუხია 2 რადგან, 2 ერთეულითაა დაშორებული 0-ისგან,  თუ x = -2, მაშინ პასუხია 2, რადგან ამ შემთხვევაშიც 2 ერთეულიდაა დაშორებული 0-ისგან, დამატებითი ინფორმაციისთვის მოიძიეთ “მოდული მათემატიკაში”).

ახლა განვიხილოთ, თუ რა რიცხვები შეიძლება შეიტანოს, ამ ფუნქციის მომხმარებელმა მასში.

რადგან არ არსებობს რაიმე შეზღუდვა იმაში, რომ ნებისმიერი რიცხვი შევიდეს ფუნქციაში , მაშინ არგუმენტების სივრცე (ინგლისურად – domain) იქნება R (ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე), რადგან ყველა რიცხვისთვის ექნება პასუხი ჩვენს ფუნქციას. რაც შემდეგნაირად ჩაიწერება:

(-უსასრულობა, +უსასრულობა)

ჩვენ წარმატებით დავადგინეთ რა არის არგუმენტების სივრცე, ჩვენი ფუნქციისთვის, ახლა კი მოვიდა დრო დავადგინოთ რა იქნება პასუხების სივრცე, ანუ მნიშვნელობათა არე(ინგლისურად – range). მის დასადგენად დაგვეხმარება რამდენიმე არგუმენტის შემოწმება, ვთქვათ -2, -4 და 5.

f(-2) = |-2| = 2, f(-4) = |-4| = 4, f(5) = |5| = 5.ყველა შემთხვევაში მიღებთ დადებით რიცხვებს, ახლა შევამოწმოთ 0. f(0) = |0| = 0, ანუ დასკვნა ის იქნება რომ მნიშვნელობათა არე შეიძლება იყოს მხოლოდ დადებითი რიცხვები და 0. რაც შემდეგნაირად ჩაიწერება:

[0, +უსასრულობა).

ნელნელა მივიწევთ წინ, მათემატიკაში, და მინდა რომ ერთგვარი დავალება მოგცეთ. გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პასუხი კომენტარში.

გააანალიზეთ შემდეგი ფუნქციები და დაწერეთ მათი არგუმენტების სივრცე(domain) და მნიშვნელობათა სივრცე(range) –> f(x) = x^2 ანუ(x*x); f(x) = 1/x და f(x) = 5*x;

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association